დავამთავრე მე-6 სეზონიც.
შევცდი,ძაან სისულელე გამოვიდა.
დავიწყოთ იმით რომ ფრენკის მკვლელობა იყო ###ურად გაკეთებული. თუ ფრენკი კლერის მოკვლას აპირებდა,მაშინ მის საწოლში როგორ მოკვდა? ანუ დაიძინა მასთან და რო გაიღვიძებდა,მერე მოკლავდა?
ან ანდერძი რანაირად დაწერა წინასწარ? იცოდა რო მოკლავდნენ? თუ რა ბაზარია?
ან რა ანდერძი ხალხო,რა ჰქონდა ფრენკს ისეთი რაც შეიძლებოდა სხვებისთვის დაეტოვებინა,გარდა ძალაუფლებისა,რომელიც კლერმა ჩაიგდო ხელში.
კაი ამას დავანებოთ თავი.
თავიდან კიდე არაუშავდა,მაგრამ ბოლოსკენ იმენა ინდურ სერიალს მეგონა ვუყურებდი. ვგულისხმობ ამ შეფერდების ამბავს. ეს დუნკანი ვერ გავიგე ვისი შვილი იყო ბოლობოლო. კაროჩე ესეც ###ობა იყო.
დიალოგებიც იდიოტობა.
დაგი ხო საერთოდ გაუგებრობა იყო.
ნუ მსახიობები კარგები იყვნენ როგორც ყოველთვის,რობინ რაიტი და მაიკლ კელი განსაკუთრებით.
მაგრამ სცენარი იყო საშინელება. გავიგე რომ კევინ სპეისის სკანდალი უდიდესი დარტყმა იყო სერიალისთვის,მარა შეიძლებოდა რამის მოფიქრება.
კაროჩე ენტონი რეპმა და ფულზე დახამებულმა ეგოისტმა ნაბიჭვრებმა შეიწირეს ეს უმაგრესი შოუ.
ხო შეიძლებოდა რომ სანამ ბრალი დაუმტკიცდებოდა,იქამდე ეთამაშა კევინს სერიალში.
ბოლო სეზონის მიუხედავად,მაინც 9,5 ქულას ვუწერ 10 ბალიანი სისტემიდან. კი რაღაც ხარვეზები იყო სერიალში,და რეალობასთანაც ცოტა შეუსაბამობებიც იყო,მაგრამ აი იმდენად კარგად თამაშობდნენ მსახიობები (განსაკუთრებით სპეისი,რაიტი და კელი),იმდენად კარგი საუნდთრექები ჰქონდა,სცენარიც იმდენად კარგი იყო და ზოგადად იმდენად შემიყვარდა შოუ,რო არ შემიძლია 0,5 ქულაზე მეტი დავაკლო.
პირველი 5 სეზონი ძალიან მომეწონა. პირველი და მეორე განსაკუთრებით.
მოკლედ,მიუხედავად უაზრო დასასრულისა,მაინც ჩემს ერთერთ ფავორიტ სერიალად დარჩება ყოველთვის.
მაგრამ ფაქტი ერთია,დღევანდელ ლიბერალურ ###ურ სტანდარტებს ემსხვერპლა ეს სერიალიც და კევინ სპეისის კარიერაც.
This post has been edited by KobSak on 27 Aug 2021, 20:24