სულ ტყუილად

ცოცხალია ლულუში. მეტიც, საერთოდ უკვდავია.
ბოლო სერიაში კი სიკვდილის სცენა გაითამაშა და სისისთან ერთად გაიპარა. 2017 წელს მესამე სეზონი გამოდის და მანდ გამოჩნდება.
მტკიცებულებები:
1) მეფის ძალის მფლობელი ხდება ის, ვინც გეასის წინა მფლობელს წაართმევს//მოკლავს.
ასე მიიღეს ჩარლზმაც და სისიმაც მეფის ძალა და უკვდავება. ლულუშმაც მოკლა მეფის ძალის მფლოებლი მამამისი.
შეგახსენებთ სისის სიტყვებს. სეზონი მე-2, ეპიზოდი 15, მე-9-10 წუთები:
სისი: "
გეასის საბოლოო სტადიაზე მომხმარებელი იღებს მის პოზიციას, ვინც მას ძალა მისცა, ესეიგი ჩემს მოსაკლავ ძალას იძენ";
"ვერც ერთმა, ვისთანაც კონტრაქტი დამდია, ვერ მიაღწია ამ წერტილამდე, მაგრამ ჩარლზმა ეს შეძლო" (შენიშვნა - ამის შემდეგ გახდა ჩარლზი უკვდავი).
მოკლედ რომ ვთქვათ, ლულუშმა მეორე გეასის გაღვიძებისას მიაღწია გეასის საბოლოო სტადიას
და
ჩარლზის მოკვლის შემდეგ მიიღო მეფის ძალა, რამაც მას მიანიჭა უკვდავება.
2) სიკვდილის სცენის გათამაშებისას, ნანალი შეეხო ლულუშს და მან თავისი ძმის მოგონებები დაინახა.
ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ეხები კოდის (მეფის ძალის) მფლობელს.
მაგალითად, ასე მოხდა, როცა ლულუში შეეხო სისის.
3) ბოლო სერიაში ლულუში სუზაკუს გეასის ძალას სთავაზობს.
მე-16 წუთი: "მითხარი სუზაკუ,
სურვილი არ გაქვს გეასის ძალის?"გეასის ძალის გაცემა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც მეფის ძალას ფლობს და უკვდავია.
4) ბოლო სერიაში სისი ურმით მიყავს უცხო კაცს, რომელსაც სახე დაფარული აქვს.
თქვენი აზრით, ვინ არის ეს ტიპი?


ამ მომენტში სისი ამბობს:
"გეასის მეფის ძალა ადამიანს მარტო ტოვებს... მაგრამ ეს ცოტათი არასწორია.
ხომ ასეა, ლულუშ?"სისი იქვე მყოფ ლულუშს მიმართავს

იგი გულისხმობს, რომ მეფის ძალა აქვთ და მიუხედავად ამისა მარტო არ არიან, რადგანაც ერთმანეთი ყავთ.
იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ სისი ძალიან ბედნიერია, მაშინ როცა ცხოვრების ხალისი არ ჰქონდა.

5) უკვე წელს გამოდის ამ ანიმეს მე-3 სეზონი და ოფიციალური თრეილერიც დევს.
https://www.youtube.com/watch?v=ynIwCroADaEმასში ერთი ასეთი კადრიცაა - აშკარად ლულუშია

6) მე-3 სეზონის თრეილერში ჩანს ასევე შინკირო (ლულუშის ნაითმეარი).
ამ ფოტოში მარცხენა მხარეს თრეილერიდან აღებული კადრია, მარჯვენა მხარეს კი მე-2 სეზონიდან აღებული.

7) ახალი სეზონი სახელია "Code Geass:
Lelouch of the Resurrection".
http://www.imdb.com/title/tt6344664/?ref_=nv_sr_2ამ დასახელებაშიც ფიგურირებს ლულუშის სახელი, რაც იმის პირდაპირი დასტურია, რომ იგი კვლავ მოქმედებაშია.
მოკლედ ლულუში 100%-ით ცოცხალია

ნეტავ რა აქვს ჩაფიქრებული
This post has been edited by androabuladze on 6 Aug 2017, 05:22