ეს არკი წესით წლის ბოლომდე ხომ უნდა დასრულდეს?
ნუ მაქსიმუმ ერთი თვით გადაცილდეს
ხოდა ალბათ ტურნირის დამთავრებით მორჩება და საბო აიღებს მერა მერას
მერე წავა დრესროსაზე სხვა მოქმედებები და საბოლოოდ დოფლაც გაძვრება და სთროუ ჰეთებიც
თუმცა აი მაგის მერე წავა დიდი აურზაური და ეჭვი მაქვს სულ გადარბენაზე იქნებიან სთროუ ჰეთები და მუდმივად ვინმე ეყოლებათ კუდში(დოფლა,ბიგ მამი, კაიდო და შეიძლება შანქსიც)
ან საერთოდ ბიგ მამთან მოილაპარაკებენ(შეიძლება ლოლას გამოჩენა გახდეს საჭირო მაგისთვის) და დროებით ჩამოიშორებენ, ან კაიდოს წაკიდებენ საერთოდ
აბა ისე სისულელე მგონია სანჯის გუნდმა იქიდან თავის დაძრომა შეძლოს(თუ ვინმე არ წაეხმარა, მაგრამ იონკოს წინააღმდეგ ვინ რა უნდა ქნას?!)
შეიძლება ცეზარიც ბიგ მამს დარჩეს, ამით სთროუ ჰეთები ისარგებლებენ და მოძუძგავენ, კაიდო ბიგ მამს გამოუცხადებს ომს, ამით კი დოფლა ისარგებლებს
მოკლედ უამრავი შესაძლო ვარიანტია

თუმცა აქამდე რასაც ვწერდით მაინც ყოველთვის რაღაც წარმოუდგენელს აძრობდა ოდა

ხოდა ალბათ ეხლაც ეგრე იქნება
თუმცა რევოლუციონერების ინტერესი რა შეიძლება იყოს ეგ ვერ გამიგია... ეს საბოს მიერ ეისის ხილის დათრევა გასაგებია მაგრამ ვითომ მარტო ეგაა?!
მთავრობის დასასუსტებლად დრესროსა ნამდვილად არ არის იდეალური ტერიტორია, უფრო კერძო სამეწარმეო იურიდიული ფირმა აქვს გახსნილი დოფლას

შეიძლება მიწისქვეშა გზებით სარგებლობა უნდათ რასაც დოფლა იყენებს გადაზიდვებისთვის და უკანონო ბიზნესისთვის
This post has been edited by RINO on 11 Dec 2013, 10:13