J4st5ნუ, ხო მაინც ბევრი კარგი რამ იყო
ბიგ მამას და კაიდოს რომ უშიშრად ჩაუარა და კინემონისკენ დაიძრა ძალიან ეპიკური მომენტი იყო
საოცრად კარგად გამოვა ეგ სცენა ანიმაციაშიც
ჰანტერიდან მერუემი გამახსენდა
მაგრამ მაინც... 999-ე ან 1001-ე თავი რომ ყოფილიყო ეს კიდე მესმის, ამ შემთხვევაში უკმაყოფილების გრძნობა არ დამრჩებოდა...პირიქით ძალიან გამისწორდებოდა
მე-1000 თავში ის მაინც ეჩვენებინა რა უთხრა ლუფიმ საბოს და ეისს ისეთი, რასაც, როგორც იამატომ თქვა, როგერიც იძახდაო... მეკობრეების მეფე გავხდებიო არ იქნებოდა, როგერის დროს ეგ ტერმინი არც კი არსებობდა. უშუალოდ მეკობრეების მეფედ გახდომა თვითმიზანი აშკარად არ უნდა იყოს ლუფის და საინტერესოა თუ რაზე საუბრობდა იამატო
იდეალური რამ იქნებოდა მაგის გამხელა, მითუმეტეს მაქეთკენ მიდიოდა მთელი მე-1000 თავი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ბოლოსკენ გადაიფიქრა ოდამ
ისე ეგ 5 მარტო არ იქნება ალბათ კაიდო/ლინლინის წინააღმდეგ
წინასწარმეტყველებაში სხვა ტერიტორიიდან მოსულ 9 ადამიანზე იყო საუბარი და სამურაები აშკარად არ გამოდიან
არც მარტო სთროუჰეთები
4 კაცი კიდე შეემატებათ მაგ 5ეულს ალბათ
საინტერესოა ვინ
სანჯი, დრეიკი, მარკო და ჰავკინსი მთავარი კანდიდატებია, მაგრამ კინგი და ქუინიც აქვეა და ვინმემ მაგათთანაც უნდა დარჩეს