ამათზე კიდევ შეიძლება აწევა გეთანხმები.
დრესროზას რაც შეეხება. მანგა როცა დავიწყე პანკ ჰაზარდი ფინალურ ფაზაში იყო და დრესროზა იწყებოდა.
მერე დრესროზა საკმაოდ გაიწელა, ბევრი პერსონაჟი შემოვიდა რომლებიც არ მაინტერესებდა და ოდა მათ უფრო უთმობდა დროს, ვიდრე მთავარს კასტს. რის გამოც მოცემულ პერიოდში მოცემული ისტორია უინტერესო გახდა.
თან მთავარი მიზეზი რატომაც არ მომწონს, დოფლამინგოს პერსონაჟია. თავიდან ისე ჩანდა რომ იცოდა სხვებმა რა შეცდომა დაუშვეს ლუფისთან და მის გუნდთან და მსგავსი შეცდომები დაუშვა. (მაგალითად ეისის ხილი კოლიზეუმში დატოვა, სადაც საბომ მარტივად ჩაიგდო ხელში).
თაიმსკიპის შემდეგ პირველი სერიოზული ბრძოლა იყო და მაგ პერიოდში დოფლამინგოს ფანები ზედმეტად აჟიტირებულები იყვნენ. ერთი ორგან შემხვდა კიდეც თეორია რომ დოფლას გამო ჩალისქუდებს ახალი თაიმსკიპი მოუწევდათ.

საბოლოო ჯამში კი gear 4-ით ლუფიმ მარტივად დაამარცხა, მაგის ტოპ ოფიცერთან კი ზოროს დიდად არ გასჭირვებია.
მოკლედ რის გამოც დრესროზა არ მომწონს, უფრო დოფლამინგოს პირადი ანტიპათიაა.
და ყველაზე მთავარი. შემდეგი არკა (ზოუ) ბევრად პატარა მაგრამ მთავარ სიუჟეტზე უფრო მეტ გავლენას ახდენს ვიდრე მთლიანი დრესროზა.