RINOარავითარი უნიკალური წვდომის გონიოსობა არ სჭირდება იმის დანახვას, რომ
1. დრაგონი თვითონ პრინციპულად იქნებოდა წინააღმდეგი, რომ მისი სასტავი გამოჰყოლოდა, თუკი ის წავიდოდა. დრაგონი რევოლუციონერია. რევოლუციონერები ერთიანდებიან საერთო იდეის გარშემო და არა თავგადასავლების საძიებლად. თავისუფლად შეიძლება 100% სანდო შენი მოძმე რევოლუციონერი იყოს ტიპი, მაგრამ არაკონტექსტურ საკითხებში მეგობრებიც არ იყოთ. მე რომ რიგითი რევოლუციონერი ვყოფილიყავი, მაგრად დავაჯვამდი პირადად დრაგონს, ათწლეულების განმავლობაში ნაწვალებ აკოწიწებულ შრომას ერთი ხელის მოსმით, ვიღაც დაუდევარი ჟღვლიანტიანი ბავშვის გადასარჩენად რატომ შლი-მეთქი და მართალიც ვიქნებოდი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყველა რევოლუციონერს რაღაც ფიცის მსგავსი აქვს დადებული, რომელიც დიდწილად გამორიცხავს მსგავს აბნორმალურ ქმედებებს. (არ არის ლაპარაკი ლოგთაუნში გამოჩენაზე, სადაც მარინის მაქსიმალური ხარისხი კაპიტანია).
2. დრაგონი თვითონ წავიდოდა თუ არა, ძალიან სათუოა. შეიძლება ეცადა, რომ რაიმე გზით გამოეხსნა, მაგრამ მარინფორდის წინ არ დადგებოდა და კუნთებს არ აათამაშებდა.
რატომ?
2.1. იმიტომ, რომ ყველამ იცოდა, რომ WB მარინფორდს დაარტყამდა და მაინც არ მივიდა იქ. არ მივიდა მაშინ, როცა დრაგონიც რო მისულიყო, უკვე ალბათ იქ ბრძოლის ბედს გადაწყვეტდა. და მარინფორდს დაანგრევდა, რაც რევოლუციონერებისთვის უზარმაზარი გამარჯვება იქნებოდა. არ მივიდა. არ ვიცით რატომ, მაგრამ მინიმუმ იმავე მიზეზით აქ მისვლა კიდევ უფრო უაზრობა ხდება
2.2. დრაგონი არის რევოლუციონერების ღერძი. ის არამარტო მეთაური და წინამძღოლია, არის მამოძრავებელი ძალაც, რაც ზუსტად იმას ნიშნავს, რომ მისი დაკარგვის შემთხვევაში განა უბრალოდ მეთაურს დაკარგავენ და ახალს აირჩევენ, არამედ მთელი მათი სასტავი მალევე განადგურდება. სავარაუდოდ დრაგონის წყალობითაა, რომ ამდენი ხანი ვერ პოულობენ მათ ჰაიდაუთს და ა.შ. შეიძლება ხილის რამე ძალაც კი იყოს. მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ისაა, რომ უდრაგონოდ რევოლუციონერები დაიღუპებიან, რაც უზარმაზარი კონტრარგუმენტია იმისთვის, რომ ანკესი შენი ნებით გადაყლაპო.
2.3. დრაგონმა 99% იცოდა, რომ ეისის გადასარჩენად მივიდოდა ლუFი, მაგრამ დრაგონი არ გამოჩენილა იქ მიუხედავად უამრავი ხელსაყრელი პირობისა. რატომ? დრაგონმა და ოდამ იციან, მაგრამ ფაქტია, რომ მიზეზები ჰქონდა.
3. იეისი ან მარტო წავიდოდა, ან საერთოდ არა.
3.1. ეისის მარტო მარინფორდთან მისვლა, რომ უეჭველი თვითმკვლელობაა, ეგ ჰომ ცხადია. ეგ შეიძლებოდა არ გამხდარიყო საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ ეისი ბორტზე დარჩენილიყო და ხილის წვენი ეწრუპა, მაგრამ საქმე ისაა, რომ
მაგის შესახებ იცოდა მთელმა მისმა ქრიუმ და ეგაა ზუსტად პრობლემა. კაკრაზ მის ქრიუს, თვითონ wb-მ რომ იცოდა, რომ ეისი წავიდოდა, თვითონაც გაყოლას მოინდომებდნენ. ამაში გეთანხმებით, მაგრამ თუ გაყოლა იქნებოდა, იქნებოდა მასშტაბური. უამრავი მისი მეგობარი ეისს არ მიაგდებდა წითელი ძაღლების საგლეჯად, მაგრამ სამწუხაროდ და საბედნიეროდ ეისმაც იცოდა ეგ. ეისმაც იცოდა, რომ მარტო არ გაუშვებდნენ და ყველა, ვინც წამოყვებოდა გარანტირებულად დაიღუპებოდა. ვერ ხვდებით, რამდენს ცვლის ეს ფაქტორი? თვითონ ეისის გადასარჩენად რომ მარინფორდში მისი ოჯახი მივიდა, ამაზეც ცუდად იყო ეისი და სახე ეტყვნებოდა, რადგან მის გამო მისი ძმები იხოცებოდნენ და წარმოიდგინე რა მოუვიდოდა, მისი გადაწყვეტილების გამო რომ დახოცილიყო ის ხალხი. ეისს ან საერთოდ დატოვებდა ეგ ფაქტორი, ან ყველას დააფიცებდა, რომ არ გამოყვებოდნენ.
ასე მარტივი გგონიათ, მთელი თქვენი ოჯახის შეწირვა? ძალიან ცუდი გადაწყვეტილების წინაშე იდგებოდა ეისი, ლუFი, თუ ქრიუ და მამა, რომელსაც აფანატებს და ათასობით ძმა. რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, რომელმა იცით?

3.2. ეისს და არც wbს არ ეცოდინებოდა, დრაგონი რას აპირებს. რომ ცოდნოდათ, რომ იქ დრაგონი გამოჩნდებოდა, მეტი მონდომებით და რისკით წავიდოდნენ, მაგრამ რევოლუციონერების ასავალ-დასავალი თვითონ wbმაც კი არ იცის და არც უნდა იცოდეს.
4. რატომ არ მივიდა საბო? რევოლუციონერული იდეების სიმძლავრესა და ეისის (ლუFი რომ დაჭერილიყო) დილემას ორივეს ერთად გამოხატავს მისი გადაწყვეტილება.
პ.ს. კუმას ბედი ასე, თუ ისე, ეგ იყო ყველა ვარიანტში და შაბონდში ამბებმა დიდი-დიდი დააჩქარა ის, რაც მოხდა.
This post has been edited by GiGlema_ on 22 Jun 2013, 14:08