სუდნო... ყველანაირ საგანს ველოდი ამ სერიალში და კატოს სუდნოთი - არა.
კაი იყო. ხვალ როგორც ჩანს მთლად დრამა გველის.
ძალიან მომწონს ნიაკოს შემსრულებელი ბავშვი. მებურიშვილი ხომ არ მივაბაროთ მასტერკლასებზე?
ტასუნა რა ჩათლახია, სკოლიდან რომ ტროვალს და აწიოკებს ოჯახს. ბებიამისია სრულიად გადასარევი ტიპი, ყოველგვარი წივილ-კივილის გარეშე, ძალიან დიპლომატიურად რომ აწვდის ბავშვს სათქმელს. ბავშვმა კი მაშინვე მოწვა, მაგრამ მაინც. აი ნინა კი სრული სიცარიელეა. ვითომ მომწონდა, როგორ არაქართულად და არაისტერიულად ზრდიდა ბავშვებს, მაგრამ მაგის მეტი არანაირი რესურსი არ გააჩნია. ცოტა უმწეო მეჩვენა დღეს ტასუნას გამო შექმნილი პრობლემის წინაშე.