ხო ნუ, ეგ სასტავი აქტიურად ითხოვს მაგ ამბავს
kempesi
ძალიან მიხარია, თუ ჩვენს პოსტებს ყურადღებით კითხულობთ და ეცნობით.
და სხვათაშორის, ამას მე პირადად სულ ვგრძნობდი წინა სეზონებზე.
მაგალითად, ერთ საკითხზე რამდენიმე იუზერი თუ დაწერდა, მომდევნო სერიაში ქალბატონი ბოჟიდანოვა სხვანაირ და ჩვენ მოსაწონს სცენარს გვთავაზობდა.
რაც მართლა ძალიან სასიამოვნოა თქვენი მხრიდან. ერთგვარი დაფასებაა მაყურებლისა.
ნუ ნინოს და ლელას გაუთავებელი შედარება უკვე ყელში მაქვს ფხასავით გაჩხერილი.
მორჩეს რა მართლა.
წავიდა და მორჩა.
ახლა ლელაა და მე ძალიან მომწონს.
მომწონს მისი გარეგნობა. პრინციპში ყოველთვის მომწონდა.
მერე რა, თუ დიდი ცხვირი აქვს.
მომწონს მისი ჩაცმის სტილი. მართლა კარგად იმოსება. ხალათიც კი ლამაზი ეცვა გუშინდელ სერიაში. ქუდშიც კარგად გამოიყურება.
ერთადერთი წუნი ის ჰქონდა, რომ ცოტა ზედმეტად იწუწუნა ირაკლის სამსახურის გამო.
ა და კიდევ, რაღაცნაირი ხმა აქვს. გარდამავალი. ხან ბოხი და ხან წიკვინა.

მეტი ნაკლი არ მოეძებნება.
თამაშს რაც შეეხება, ნელნელა უფრო გაუჯდება როლი.
თან ჯერ კარგად არის დიტოსთან
ჯეკოს რაც შეეხება, იდეაში მართალი იყო.
მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ცუდად მოიქცა. უზრდელი ბავშვის იმიჯი უფრო დაიმსახურა, ვიდრე სამართლიანის.
უცბად მეგონა ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს სხდომაზე ვიჯექი და ოჯახური ძალადობის შესახებ მოხსენებას ვისმენდი

ტასუნაც აალაპარაკეთ რა.
რაღაც ბალანსია საჭირო რა.
ზოგჯერ არის და ზედმეტად ბევრს საუბრობენ, ზოგჯერ არის და საერთოდ ხმას არ იღებენ და ბუტაფორიებივით არიან სერიალში.
არც ერთია მოსაწონი და არც მეორე.
თუმცა!!!
რა თქმა უნდა მანანა დამნაშავე იყო. ყოველ მიზეზგარეშე!!!
მანანა ყველა პონტში ცუდი ტიპია რა. როგორც ცოლი, როგორც დედა, როგორც დედამთილი საშინელი და ახლა უკვე როგორც ბებია.
დათო...
ჯერ კიდევ პირველ სეზონში ვამბობდი მე, მურთაზი არის-მეთქი.
თუ უფრო ღრმად შეტოპა და ნინამ ხმა არ ამოიღO და არ მიაპრავაჟა სახლიდან, მაშინ ძალიან ჩმორი გოგო ყოფილა და ეგ არის რა.
გიორგი ყიფშიძე...
ნუ არ ვიცი როგორ აღვწერო ეს ადამიანი.
სასწაულია.
(ვერსკიზე არ ვამბობ ამ შემთხვევაში).
ამ ადამიანში არის უდიდესი ნიჭი. დიდი ლენა ყიფშიძეს პლუს დიდი ზურა ყიფშიძე. მისი ყოველი გამოჩენა გულს მინათებს.
საოცრად ნიჭიერი ადამიანია.
არ არსებობს როლი, რომელსაც ვერ ასრულებს.
არ ასრულებს პერსონაჟი, რომელსაც არ ისისხლხორცებს.
უნიჭიერესი და უსაყვარლესი ადამიანია და ძალიან დიდი ბოდიში სხვა მსახიობებთან, მაგრამ გიორგიმდე ეჭვი მეპარება რომელიმე მივიდეს.
ხშირად გამოაჩინეთ ხოლმე რა.
ის ოფისის ნინის ამბავი ვეღარ გავიგე უკვე რა.
თუ ფეხმძიმეა, მაშინ გაგეთხოვებინათ ან არალეგალურად დაგეფეხმძიმებინათ.
თუ არ არის ფეხმძიმე, მაშინ ნუ აჩვენებთ ხოლმე ამხელა ვეებერთელა მუცელს და მარტო თავი და მხრები გადაიღოს ოპერატორმა. ფაქტობრივი შეცდომასავით არის.
სანდრექსა გასუქდა და აღარ არის ისეთი სიმპატიური, როგორიც კინოშია.
ლაშა (მამის მეგობრის შვილი) ძალიან უწი-პუწი ტექსტებს რატომ ეუბნება თინას,

ლიკუნა არ ვიცი მართლა ფეხმძიმედ არის თუ მხოლოდ კინოშია, მაგრამ ფაქტია, რომ სახეზეც მოიმატა და 100%-ით ჰგავს ფეხმძიმეს. ყოჩაღ!
ამ მოროზოვის ამბები კი წავიკითხე თქვენი გადამკიდე
მაგრამ ტყეში რატომ მოკლეს, ეგ არ წამიკითხავს და იქნებ მითხრათ? ანუ მიზეზი რა იყო???
Мы ведем себя абсурдно, гротескно и смехотворно, но послольку все вокруг ведут себя точно так же, это поведение постепенно начинает казаться нам нормалным.
Знаешь, за что я тебя люблю? Я тебя люблю, потому что я с тобой не знаком. И даже если бы я тебя знал, все равно любил бы.