ჩემი აზრით, ამ სერიალს რომ დაუმუღამო კარგად 3 პირობა უნდა დაკმაყოფილდეს:
1. უნდა ნახო ღამით, ანუ სიბნელეში
2. უნდა ნახო საუკეთესო ხარისხით (ვინაიდან და რადგანაც მართლა შთამბეჭდავი მომენტებია, ტოტემი თუნდაც, ჩელო, ანგელოზები)
3. უნდა იყო მშიერი ( მოკლედ იმ დროს როცა ჰანიბალი და მისი სტუმრები მიირთმევენ შენც ნერწყვები უნდა მოგადგეს და მერე გააცნობიერო, რა მოგინდა და მოკლედ რაღაც უცნაური შეგრძნებაა)
ყველაზე არანორმალური სერიალია რაც კი მინახავს. მეგონა ყველაზე შავი, ქრიფი სერიალი დექსტერი იყო, მაგრამ ჰანიბალი სულ სხვაა. უფრო შავი და უფრო მეტი ესთეტიკით (ყველა ფსიქოპათი ხელოვანია ამ სერიალში)
და კიდევ ვფიქრობ ბრაიან ფულერი ვერაა ცოტა