არა რა ეს თითო თითო სერიების ყურება არაა ჩემი საქმე, აზრი ვეღარ გამომაქვს ნორმაlურად.
მეექვსე სერიამდე გავუძელი და მერე მივატოვე.
და დღეს ჩავუჯექი ყველას ერთად , ისე გამიხარდა 16 სერია რო დამხვდა, მეგონა 10-12 სერია დამხვდებოდა.
მაგრამ რაღაც ნიტო იყო, საინტერესო პერსონაჟები აღარ არიან თითქოს,
ერთადერთი ნათელი წერტილი დერილია მარტო.
ეს მერლის სიკვდილი რაღა იყო? უყურე ახლა მარტო ამ გამოშტერებულ რიკს თავისი კათარზისით.
ამ ციხის დანახვა კიდე აღარ შემიძლია. დავიტანჯე ამ ჭიშკრების დაკეტვა გაღების ყურებით.
რომც გავიდნენ მაგ ციხიდან იმდენად დებილი პერსონაჟები არიან დარჩენილი, ყურების სტიმული აღარ მაქვს.
იმედია კარგი ახალი პერსონაჟები შეემატებათ ახალი სეზონიდან.
და კიდე გზაზე რო ხალხი შეხვდებათ რატო არ იყვანენ ვერ გავიგე.
ეს ინვალიდები და მოხუცები კი მოათრია, და ის ახლგაზრდა ბიჭი რუგზაკით უფრო არ გამოადგებოდა რო შეაჭმევინა ზომბებს?
ვერ ვიტან ამ რიკს, არა და სერიალის ბოლომდე მომიწევს მაგის ატანა.
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...