
მოვრჩი როგორც იქნა MBC-ს Triple-ს ყურებას. 16 სერიაა თუმცა თავისუფლად შეეძლოთ 10 სერიაშიც ჩაეტიათ ყველაფერი ეს უაზრო გაწელვაგამოწელვები რომ არ უყვარდეთ

დაბალი რეიტინგი და გაუგებარი კომენტარები ცოტა გამიკვირდა დრამალისთზე არადა ამ ქასთით ზედმეტად ნიჭიერი უნდა იყო სცენარისტი ცუდი სერიალი რომ გამოგივიდეს ... სერიების რაოდენობაც ბევრი არ არის და ზოგადად ესეთი სერიალები და ფილმები მიყვარს რამოდენიმე მთავარი გმირი რომ ჰყავს
თან სამივე რაღაცნაირად საყვარელი და განსხვავებული ტიპაჟია თუმცა ჩემი აზრით ეს მსახიობების დამსახურება უფროა ვიდრე სცენარისტის.
Lee Sun Gyun ძალიან მიყვარს და საერთოდ ნულიც რომ ჰქონოდა რეიტინგი რათქმაუნდა ხელს არ შემიშლიდა რომ მენახა 16-ვე სერია...
Lee Jung-Jae.... ძირითადად ფილმებიდან ვიცნობ როგორც კარგ მსახიობს და რათქმაუნდა სერიალში მისი ხილვის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი.... (ერთადერთი რაც ამ მსახიობის მაღიზიანებს მისი ხმაა, ხმა საუბრის მანერა და გარეგნობა საერთოდ არ შეესაბამება ერთმანეთს ვცდილობ ხოლმე მისი მონაწილეობით ფილმები გახმოვანებით ვნახო და არა სუბებით) Yoon Kye-Sang ალბათ დუკის Poongsan-იდან გემახსოვრებათ , მშვენიერი ნიჭიერი ყმაწვილია , Kim Sang-Ho... ეს გაჩეჩილი აჯოში ნეტა არის ვინმე ვინც კორეულ კინოს და სერიალებს იცნობს და ეს აჯოში არ იცის?

ორი ცალი ქენდიბოიც ამშვენებს სერიალს Song Joong-Ki ... და Kim Young-Kwang

.... და ჩვენი მზეთუნახავი Min Hyo-Rin -ი Sunny-დან

... (იმდენად გამაღიზიანებელი პერსონაჟია საერთოდ ვერ აღვიქვი მისი სილამაზე მე პირადად ამ სერიალში , თან არც მანდამაინც დიდი ნიჭის პატრონია) და საერთოდაც მდედრი პერსონაჟები საოცრად გამაღიზინებლები არიან ყველა ... ერთის გარდა ...

ეს ქალი შემიყვარდა თავისი პერსონაჟიანად...

მაგრამ მგონი ამის შემდეგ არსად უთამაშია ...
6 ძალიან ცოტაა 7/10 დავუწერე მაგრამ 8-ს დაწერაც შეიზლებოდა , თუმცა ალბათ 8 უფრო პოტენციალში ეკუათვნის
This post has been edited by E madame on 22 Aug 2013, 08:23