მოკლედ ერთი დღე არ შემომიხედავ და 5 გვერდი დამხვდა მგონი ...
Run4me მგონი ერთი არი კიდე ფორუმზე აქ აღარ მახსოვს ნიკი Bridal Mask -ს რომ უყურებდა ის ტიპი რა ნიკით იყო? სტერეოტიპების ბრალია თორე საკმაოდ მრავალფეროვანი და ყველა ტიპის აუდიტორიაზე გათვლილი სერიალები აქვს კორეას.
wrupa გამეცინა პირველი კომენტარი რომ წავიკითხე არ მომწონსო. გოგოს პლასტიკური არ აქვს გაკეთებული სხვათაშორის და ბუნებრივად ძალიან ლამაზი და ფრეშ გარეგნობა აქვს კაკრაზ ულზანგობით დაიწყო თავისი გარეგნობის წყალობით და დღეს მსახიობია , რეჟისორი , სეულის ქალთა საერთაშორისოკინოფესტივალის ყველა ინტროს ეგ იღებს ხოლმე, მხატვარია და მღერის კიდეც თავისი ალბომიც გამოუშვა. მაგ თაობის გოგოებიდან ყველაზე მეტად მიყვარს. როლსაც იდეალურად ასრულებს .... თავიდან ცოტა გრიმი არ მომწონდა ხოლმე მეც რომ დავიწყე ეგ სერიალი მეთქი რა უბედურებაა გადაფიფქული გაპუდრული

თან დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე აკმაოდ ძველი სერიალია. იგივე მანგის იაპონური ეკრანიზაცია ძალიან განსხვავებულია კორეელები ზოგადად იშვიათად იღებენ ხოლმე ზუსტად მანგის მიხედვით და მაგიტომ მიყვარს კორეული ეკრანიზაციები ფაქტიურად დამოუკიდებელ სერიალს აკეთებენ ხოლმე. იაპონია და ტაივანი უფრო სტროგად მიყვება ხოლმე მანგას ყოველთვის. ნუ არაუშავს სადღაც 10 სერიის მერე ან უფრო ადრეც ვეღარ მოშორდები. ნუ არავინ ამბობს იმას რომ საუკეთესო სერიალია ბევრი რაღაც ძალიან ბანალურია და ა.შ მაგრამ კლასიკაა მაგ ჟანრში

თან მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას ნახავ პირველად მე ბოფით აირისითფლეიფულ ქისით და 49 დეით დავიწყე და დღემდე ძალიან მიყვარს სუყველა მიუხედავად იმისა რომ მასმერე ძალიან ბევრი უკეთესი და კარგი სერიალი ვნახე (ნუ აირისი გამონაკლისია იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესოა დღემდე)....
* * *
Unico ერთ სასარგებლო რჩევას მოგცემ თუ არ გეწყინება რათქმაუნდა. ყოველთვის ორიგინალი ნახე ხოლმე პირველად ამას იმიტომ არ გეუბნები რომ კორეულია ორიგინალი. ჯერ ძველი უნდა ნახო ახლის დადებითს და უარყოფითი რომ დაინახო. შეიზლება იფიქრო ეხლა რატო რა ახალს რომ ვნახავ ძველის კარგს და ცუდს ვერ გავიგებო? მაგრამ არაა ეგრე. ჩათვალე რომ კორეულ A.N.Jell -ს საერთოდ ვერ დაუჭერ მუღამს აწი.
This post has been edited by E madame on 29 Jan 2014, 17:05