მოგესალმებით.
სადღახ ერთი თვის წინ სრულიად შემთხვევით და სრულიად სხვისი ხათრით ( რეკომენდაციით) ვუყურე the heirs. კარგა ხანია თინეიჯერული ასაკიდან გამოვედი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად სერიალს მაინც სიამოვნებით ვუყურე და , ასვე ჩემდა გასაკვირად პირველად ჩემს სიცოცხელში აზიური წარმოშობის ადამიანები ლამაზებად აღვიქვი და , რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა, საოცრად მომეწონა ენა. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემთვის სრულიად ახალი სამყარო აღმოვაჩინე.
აღმოვაჩინე ეს თემაც, ფეისბუქშI კორეული კინემატოგრაფიაც და ნელ-ნელა ჩავეფალი ყურებამდე ამ ამბავში. სამწუხაროდ ვერაფრით ვერ ვიმახსოვრებ მოწონებული მსახიობების სახელებს და სულ თინეიჯერული დორამები მხვდება. პრაქტიკულად ყველაფერს ვუყურებ ( რამოდენიმე მივატოვე მხოლოდ) ზოგი მეტად მომწონს, ზოგი ნაკლებად. ჯერ კინოებზე არ გადავსულვას, ამ გემრიელ ლუკმას ბოლოსთვის ვიტოვებ
არ ვიცი რატომ, მაგრამ დავიწყე კორეულის სწავლა. კითხვა უკვე ვიცი, ეხლა სიტყვებს, ფრაზებს და სწორ წერას ვსწავლობ. ხომ არ იცით თბილისში სადმე არის კორეულის კურსები?
მაინტერესებს ისტორია, დღევანდელობა.
აბსოლუტურად გაუგებარია ეს ყველაფერი რად მინდა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მინდა

ერთი თხოვნა მექნება, სურეთებს რომ დებთ და თქვენთვის ყველასთვის ძირითადად გასაგებია ვინაა კადრზე და რა ფილმიდანაა, იქნებ ჩემთვის და ჩემისთანებისთვის ( თუკი არიანა აქ კიდევ ჩემისთანები) მიუწეროთ ხოლმე ვინაა და რა ფილმია?
ცალკე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბლოგის და ფბ-ხე კორეული კინემატოგრაფიის ავტორებს. ძალიან საინტერესო და სასარგებლოა ის, რასაც თქვენ აკეთებთ
პ.ს. ცოტა 35 ს გადაცილებული ხალხი რომ თამაშობდეს და საინტერესო იყოს ( ნებისმიერი ჟანრი მომწონს) ისეთი დორამები მიკარნახეთ რა?
პ.ს.' სრულის აღფრთოვანებული ვარ ოსტებით
კორეა ჩემთვის გასაოცარი აღმოჩენა გახდა.
* * *
E madameთქვენი რადარები მართლაც გასაოცარი სიზუსტით მუშაობენ

ვინაა ეს უძალიანესადლამაზი ადამიანი?
This post has been edited by khatunadz on 1 Feb 2014, 20:48