ახლა მოვრჩი პირველ სეზონს...

ამაზე გიჟდება მსოფლიო?... :/
"იიიი, აზრზე არა ხარ რა" ტიპების აზრი არ მაინტერესებს,
ცოტა ნორმალურმა მიპასუხებთ ვინმემ, ღირს მეორის დაწყება?
ისევ თითიდან გამოწოვილი და პროგნოზირებადი ინტრიგუშკები იქნება,
ისევ გადახტომებით იქნება მთელი რამდენიმე სერიის მანძილზე ნამზადი ომი და ბრძოლის სცენას საერთოდ არ გვანახებენ,
ისევ აქეთ-იქით სიარულში და ყვავების წინ და უკან ფრენაში გაწელილი სერიები დაიდება...
თუ რეალურად დაიძაბება რამე, იქნებ ომებიც, სტარკების ალგეთის ლეკვებიც დაიზრდებიან,
პირველ სეზონში ლაითმოტივად გაყოლილი ეს კედლისიქითა მონსტრების ამბავიც თვალსაჩინო გახდება,
დრაკონების და ჯადოქრობების ამბები ზეზღაპრულ კვერცხობებში არ გადაიზრდება,
ახალი და საინტერესო გმირები გამოჩნდებიან, ძუძუების დანახვასმოწყურებულ მაყურებელზე ზრუნვის ნაცვლად
მეტი სიყვარული და მეგობრობა იქნება, მოკლედ მეტი ვეფხისტყაოსნურობები და ა.შ... : )
თავისი მითიურ-რაინდულ-ზღაპრული, მაგრამ ხარისხიანი ელფერით....
იქნება ეს ყველაფერი ან ნაწილი მაინც თუ გადავაგდო?