Weimanხო, მთლად არაპროგნოზირებადი არ ეთქმის.
ხშირად მიხვდები რა პოზიციას დაიჭერს. მაგრამ როგორ მოახერხებს ამას _ აი ეს ძნელი მისახვედრია : ))
ახლა ვნახე ის სცენა _ მისი და შანტაჟს რომ მოუწყობს, შენი გოგო მყავს დატყვევებულიო...
ძალიან მაგარი სცენა იყო. და ვისი დამსახურებით? კარლიკის...

არაპროგნოზირებადის ნაცვლად უნდა მეხმარა სიტყვა კონტრასტული. აზრი ეგ მინდოდა მეთქვა დაახლოებით.
ეს გმირი, ასე ჩათვალე, ყინულზე ამოზრდილი ვარდია, ეკლიანი, მაგრამ მაინც ვარდი.
კარგად აყალიბებ რაღაცეებს და არ გეკადრება ახლა შენ იმით აპელირება, რომ ხელოვნურად ჩაიფიქრეს ტირიონის
დადებით პერსონაჟად წარმოჩენა, გამოთალეს რაღაც და უჰუუ, ხახლმაც "ჭამა"! :დ
უკაცრავად, მაგრამ, გემრიელია იცით?!

და კარგად გამომცხვარი...
სხვათა შორის, ამდენ ვერაგ ტიპაჟს შორის მისი სამართლიანობა და აქა-ქ გამოვლენილი გულჩვილობა არაა
ერთადერთი მიზეზი რის გამოც ყველაზე საინტერესო პერსონჟად მიმაჩნია.
ესაა ერთადერთი ტიპი მთელ ფილმში, რომელიც ზოგადად ყველაფერში ერკვევა, ყველაფერს იცნობს, ყველაფერი აინტერესებს,
ფეხით მოიარა ნახევარი სამეფო (თუ მთლიანი არა), გაიცნო სხვადასხვა მხარეები და მისი წარმომადგენლები,
გადის ქუჩა რომ მოუსმინოს გლეხობას მაშინ როცა ისედაც იცის რა უნდა გააკეთოს და იფიქროს,
მიუხედავად მისდამი გამოვლენილი ყველასმიერი და ყოველმხრივი სიძულვილისა იგივეთი არ პასუხობს ყველას და
პირველ რიგში მასა და და-ძმებს. აღარაფერს ვამბობ მის არამომხვეჭველობაზე, ადამიანურობასა და სხვა იმ თვისებებზე _
რაც ისედაც ხელისგულზე დასანახად დევს ყოველ მეორე სერიაში.
და რაც მთავარია, ასეთ მრავალ ჭირ-ცოდვა-ტანჯვა-გულაობა ნახულ პერსონაჟს უყვარს!..
ყველაზე გულწრფელად და მგრძნობიარედ ყველა სხვა გმირთან შედარებით...
თან მეძავი.... მაგრამ მშვენიერი (და არამხოლოდ ლამაზი) ქალი
და თან უყვარს ისეთ დროს, როცა ისიც რომ არ უნდა უყვარდეს.
ეს ყველაფერი ერთ პერსონაჟში ისე, რომ არ გიქმნის იმ ტომრის ასოციაციას,
რომელსაც რეჟისორები ხშირად ავსებენ აუზროდ და ზერელედ ჩაყრილი დადებითი თვისებებით,
რომ პესონაჟი გააპატიოსნონ და მაყურებელს შეაყვარონ.
და შენ გინდა სმაილის თანხმლებით დაწერო ის ფაქტი,
რომ ის ნაძალადევად გამოჩორკნილი მარტივი დადებითი გმირია? : )
ნოუ მაი ლორდ, ნოუ ვეი