ნუ, ყოველ შემთხვევაში, 1-2 წელი მჭირდება, რომ ადამიანს რამე მივუტევო, შერიგებაზე უფრო მეტი.
კი, ჯობია არ შეურიგდე. ამ გადმოსახედიდან ვამბობ, არ შევურიგდები მეთქი, მაგრამ წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება.
ერთი ცხადია, ადამიანს თუ არ ვენდობი თავიდან ბოლომდე, ვერ ვიცხოვრებ იმის გვერდით და ვერც ნორმალური ურთიერთობა ვერ მექნება.
მოკლედ, რაა.
ნინასგან ისიც გამიკვირდა, დათოს ნაყიდი მანქანით რომ დანავარდობდა. კი ათქმევინეს ერთხელ, მხოლოდ ბავშვების ფულს გამოვართმევ, მე პირადად მაგისგან არაფერი მინდაო, მაგრამ ვერ გაქაჩა.
მაგრად გამიტყდებოდა ფულით და ძვირფასეულობით რომ ეცადა შემორიგება. თუმცა ქალების უმეტესობისთვის მატერიალური უზრუნველყოფაა პრიორიტეტული (თუ პრიორიტეტი?)
ჰოოდა, სერიალში ვარდის ფურცლობის ნიშანი არის (კახურ დიალექტზე)
რას მერჩოდი ტრაქტორო, ჩემთვის ვიწექ, მეძინა.