დათო და თინა მგონი რეკორდებს ამყარებენ ვინ უფრო ცუდად მოიქცევა.
თინა. 32 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ თურმე ველოსიპედით სეირნობა სასარგებლოა.
ან ის რა იყო "ანუ თქვენ სეირნობის მერე ჭამთ და სვამთ???" ნუ აი მარაზმი. არ მოერიდა მაინც???
ან "დიდი მადლობა, რომ რაღაცა რაღაცა" საერთოდ რა საჭირო იყო??? თან იმის პირობაზე, რომ პეტრემ არ უპასუხა არაფერი.
ან მწვადის შეწვის პროცესში რომ მიეჭრა პეტრეს, ეგ საერთოდ რა საქციელი იყო???
ან ძალით რომ ეპატიჟება ამ ნელიკოს ბლინებზე, საერთოდ ფეისფალმობა.
ან ეს ვეგეტარიანელობა საერთოდ საიდან მოიტანა გაგანია პიკნიკზე. იიიიი სოროსის არასამთავრობო, ცხოველებს ვიცავ და რიამეეე.

სულ უფრო მეტად შორდება იმ თინას, რომელიც მომწონდა. არ უხდება ქალს ემანსიპაცია და თავხედობაში გადასული აქტიურობა. მამაკაცთან მითუმეტეს. გენდერული თანასწორობა აღარ არის ეს. ესაა ქალის დომინანტობა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ სულ ებრძვის მამაკაცებს. ნუ წინა კაცები და ვერსკი გასაგებია, მაგრამ პეტრესნაირს რატომ უნდა ებრძოდე, ვერ გამიგია. სწერვულად რომ უთხრა ადრე მანქანაში "ამიტომ გცემთ მე პასუხს ნინოს მაგივრად" და ა.შ. ახლა ამ ბლინებით ებრძვის და ძალადობს. არ უნდა ამ კაცს ეს თინა და შეეშვას რა.
ერთადერთი ნატაშკას უთხრა კარგი რაღაცეები. ნამდვილად სწორი რაღაცეები უთხრა. მაგრამ ტონი იყო ისეთი, რომ გაღიზიანდა არა მხოლოდ ნატაშკა. თუმცა მართლა ზუსტად უთხრა.
დათო

დილის საუბარი და ტონი იყო საერთოდ მარაზმი. რა უნდა ამ ადამიანს, ვერ გამიგია. რატომ არის გურჯისტანის მამაკაცების უმეტესობა ასეთი მურთაზი???
როდესაც ქმარი ცოლზე ეჭვიანობს, ესე იგი არ ენდობა მას. და თუ ცოლ-ქმარს შორის ნდობა და ურთიერთპატივისცემა არ არის, მაშინ არ უნდა იყვნენ ისინი ერთად. იმჰო. თორემ ეგრე დათო სულ გაუჭედავს ნინას, ნინა სულ წამოაძახებს და ასე შორს ვერ გაფრინდებიან. თან ღალატის შემდეგ დათოს მართლა არ აქვს ხმა ამოსაღები რა. ნინა არაფერს აშავებს და ეს რეგვენი ეჭვიანობს. და დათო აშავებდა და ნინა იმდენად ნდობით იყო დათოს მიმართ, რომ არასოდეს გამოუხატავს ეჭვიანობა.
ნინა. როგორ საწყლად დადო ჭიქა იატაკზე იმ ივენთის კეთებისას. შემეცოდა. შენ გამო არ მიძინიაო. არაუშავს ნინასაც არ ეძინა, როდესაც დათოს ამბებს განიცდიდა.
ჯემალი. ზოგჯერ ძალიან იდიოტია. ნუ ალბათ ეს სტარჩესკი მარაზმის გამოა. მაგრამ რავიცი, მაინც. ბავშვს ისე უყურებდა, როგორც უცხოპლანეტელს. ეჭვი მაქვს თავისი შვილებიც არასოდეს დაუჭერია მაგ ასაკში. მთელი დღე კონიაკს სვამს და ვერც კი იაზრებს, რომ ეს არ შეიძლება. უფრო სწორად იცის, რომ ცუდია, მაგრამ მაინც აკეთებს. ყველაფერში მტყუანი კი არ არის ქოთქოთა მანანა. ჯემალი ყოველ ნაბიჯზე უნდა აკონტროლო. ასე ჩანს.
ლიკუნა. ეს გოგო ძალიან მომწონდა ყოველთვის, მაგრამ შვილის შეძენის შემდეგ ერთ რიგით წუწუნა გოგოდ გადაიქცა. ბავშვს სანამ გააჩენდი, მანამდე გეფიიქრა გართობაზე. გათხოვება კარგი რომ ყოფილიყო, ვერ დამასწრებდა ვერავინ

ლიუბიშ კატატსა, უმეი ი სანოჩკი ვაზიწ.
ირაკლი. კარგი ქმარი და მამაა. მივესალმები იმას, რომ ბავშვის აღზრდაში ღებულობს მონაწილეობას. ქართველმა მამებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავიანთ შვილებზე. თურმე შეუძლიათ შვილის გასეირნებაც, პამპერსის გამოცვლაც, დაძინებაც და საჭმლის მიცემაც. აბა სხვას დედებიც არაფერს აკეთებენ. შვილი მარტო ის არ არის, რომ სადღეგრძელოები თქვას მამის შესახებ და ოხ ეს რა კარგი ვაჟკაცი გამიზრდიაო. ძალიან კარგია, რომ კონსტიტუცია იმ დონეზე იცის, რომ მარტო დედას არ უნდა ჰყავდეს ბავშვი. მიხედოს ხოლმე და ლიკუნას ნერვებიც მოწესრიგდება.
ზაზა

ალბათ ტრაგედიად მიიჩნევს, რომ ვაჟიშვილის მაგივრად ქალიშვილი ჰყავს. რა თქმა უნდა გოგო ხომ ადამიანი არ არის. შეჭმარიტი ადამიანი მხოლოდ მამრობითი სქესის უნდა იყოს. რომელიც ყანწს დაიჭერს ხელში და ცოლს ჭეშმარიტ დიასახლისად დაისვამს. აბა რა აბა რა. ალბათ ერთხელ ჰქონდათ მას და ქეთის სექსი და მაშინაც ბავშვი ჩაისახა.
სანდრექსა. არ მინდა მჯეროდეს, რომ ყველა ჩემხელა ანუ 26 წლის ბიჭი ეგეთი ჩლუნგია. საქმე იმაში კი არ არის, მასზე უფროსი ქმარშვილიანი ნატაშკა უყვარს თუ ვინმე თავისხელა უქმარშვილო გოგო. საქმე იმაშია, რომ სულელია რა. ჩამოუყალიბებელია, პატარა თინეიჯერი ბავშვივითაა, რომელიც ალბათ playstation-ს თამაშობს ყოველ საღამოს ძილისწინ.
ხო... ნატაშკას სულ კოჭებამდე გრძელი, ფოფოდია კაბები ნუ აცვია. თინაზე უკეთესი ტანი აქვს ვგონებ.
ninicool -ს რაც შეეხება, ერთმა იუზერმა უთხრა ცოდო ხარო, მეორემ ფაქტიურად დაწყევლა, შენც გქონოდეს იგივე პრობლემაო, დანარჩენმა რვამ კი ფეისფალმი დაუწერა.
ველოდები როდის აგინებთ

ისეთი ზედმიწევნით გცოდნიათ ბიბლია, რომ ალბათ ლიკუნას, თინას და კატოს რომ ქორწინების გარეშე ჰქონდათ სქესობრივი კავშირი თავის დროზე შესაბამისად ირაკლისთან, ტიტე/დემნასთან და ზუკასთან, ალბათ მაგაზეც დაბროა ბიბლიის მიხედვით
ninicoolშენ კი ამ ცნობილ არაკს გიამბობ. კაცი წყალში იხრჩობოდა და იძახდა ღმერთო მიშველეო. გამოიარა კაცმა ნავით და შესთავაზა, ამოდიო. ამან კი უპასუხა, არა მე ღმერთი მიშველისო და ნავს არ მიეკარა. მერე ღმერთს ჰკითხა, რატომ არ გადამარჩინეო. ღმერთმა უპასუხა ნავიანი კაცი გამოგიგზავნეო და მეტი რა მექნაო.
აქედან მორალი: გულხელდაკრეფილები არ უნდა ვიჯდეთ ღმერთის შველის იმედად. ექიმი და მედიცინა რისთვისაა აბა??? წამალი რისთვის არსებობს??? მკურნალობები რატომ ინიშნება? ჩემს ოჯახის წევრ ექიმთან იცი რამდენი სასულიერო პირი დადის სამკურნალოდ და რამდენ პაციენტს აგზავნიან??? და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მათ ღმერთის არ სწამთ.
საქმე არ მქონდა ამ ორშაბათ დილით. წავედი დავიძინო
This post has been edited by Kate789 on 1 Jul 2013, 11:18
Мы ведем себя абсурдно, гротескно и смехотворно, но послольку все вокруг ведут себя точно так же, это поведение постепенно начинает казаться нам нормалным.
Знаешь, за что я тебя люблю? Я тебя люблю, потому что я с тобой не знаком. И даже если бы я тебя знал, все равно любил бы.