არ ვიცი წიგნშია ასე ტრუხად ყველაფერი თუ ფილმში მიაფუჩეჩეს,
მაგრამ ძაან უაზრო წვრილმანებზე იძაბება სიტუაციები.
და რაც მართლა დასაძაბი და დასაჩქარებელია _ იმას ან ცუდად იღებენ ან კოლუმბიური სერიალივით წელავენ.
თითქმის არაა ბატალური სცენები, წინა სეზონებთან შედარებით იუმორიც აკლია ამ სერიებს, პირველ სეზონში ძალიან კარგი გადაღება იყო.
სამაგიეროდ გვყავს ჭ კლასის ერთ პენტიუმ ოთხში გადაღებული ფანტასტიკური იდოტური ფილმების
დონის ეფექტებით გაფორმებული დრაკონები... ნუ მაქსიმუმ 10-15 წამით, მარა ხო გვყავს...
ყველაზე მთავარი პლუსი რაც ამ სერიალს აქვს _ პერსონაჟები და ხასიათები _ ამ სეზონში საერთოდ ჩასვრილი იყო.
ტირიონი თითქმის დაიკარგა, ბეილიში ბოლოს რომელ სერიაში ვნახე არც მახვსოვს, ვარისმა მამენტ ფუნქცია არ დაკარგა
და ისევ მოწოდების სიმაღლეზეა მაგრამ ინერტული გახდა... ერთადერთი ტაივინი ბუინობდა ამ სეზონში.
"ასნავნოი" და ყველაზე სტრატეგი სტარკები ძაან უაზროდ ამოწყდნენ და მომალვის ისარი პახაბნად გადაიხარა "კოჭლ" სტარკებზე _
მართლა კოჭლზე ბავშვზე, ძუძუმწოვარა ბავშვზე, კომპლექსიან ტყვე სანსასა და ბასტარდ სნოუზე (რომელიც პირადად ჩემთვის როგორც გმირი 0ია).
მოკლედ სტანდრტული გალივუდსკი მთხლებები წავიდა რა... :დ (დამახინჯებული ქვეტექსტით "დიდთა ხეთა მოერევის"...)
ამ მანევრით სერიალი ფაქიტურად გაბავშვურდა. აწი ამას უყურებენ არიას და სნოუს ფანი გოგოჩკები და დრაკონშაზე ნძრეველა ფუნთულა ბიჭები.
ან საერთოდ ადგნენ და ტირიონზე, ბეილიშზე, ვარისზე, ტაივინსა და ჯეიმიზე გადაიღონ ცალკე სერიალი და
დანარჩნეები იმას ვუყურებთ, ამას კიდე უყურონ მათ ვისაც ეს მოსწონს.
რაც შეეხება ხელოვნურად დაძაბვების ჯაჭვს:
შემდეგ სეზონში ველოდები როგორ შეუსწრებენ გადაკუზულ ტაივინს ვარისთან,
როგორ ამოუვა ჯეიმი ლანისტერს ხელის მაგივრად დათვის თათი.
როგორ გამოინცნობს ლატარიის მოგებიან ბილეთს ბრანი,
როგორ დაიგინებს დეიენირისი _ ბოშყო ამ სეზონში უეჭველი ჩავდივარო
და როგორ იტყვის ჰოდორი პირველად "დედას"...
კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი და მეზარება ახლა წერა,
თან ზოგი არც მახსენდება, რასაც ბოლო 2 სერიის ყურებისას ვფიქრობდი.
პ.ს. ისა, ხო კიდე,
მისაა, მისაა, მისააა

მომავალ წლამდე
This post has been edited by SCO on 10 Jun 2013, 21:29