მოვიცალე და ვნახე როგორც იქნა
რა არ მომეწონა:
I - ქასთი, კერძოდ:
1) როდის აქეთ გახდა კვაზიმოდო საფრანგეთის მეფე?
2) ეკატერინე მედიჩის როლში რატომ არის მეწისქვილის ცოლი ცოხვრებაში მჭადის დაცხობის მეტი არაფერი რომ არ უკეთებია?
3) ნოსტრადამუსი ტოვებს დოყლაპია ყეყეჩის შთაბეჭდილებას
4) მერის 4 მოახლე "ფრითი ლითელ ლაიარების" გოგჩოებივით იქცევიან
II - მუსიკალური გაფორმება
1) XVI საუკუნის ცეკვის (თუ მაგასაც ცეკვა ერქვა) სცენას რატომ ადევს თანამედროვე ქანთრის სიაფანტობა?
2) ზოგაგად მაგარი სირობა საუნდებია
III - აქცენტები, კერძოდ:
რატომ საუბრობენ ფრანგი პრინცები ბრიტანული აქცენტით? გასაგებია სერიალი ამერიკულია და შესაბამისად მსახიობები ინგლისურად საუბრობენ, მაგრამ ამერიკული ინგლისურით
ბრიტანული რა შუაშია?
შოტლანდიის პრინცესა კალიფორნიულს უბერავს
საფრანგეთის პრინცი ლონდონურს
ლოგიკა დამანახეთ
IV - ზემოთ აღნიშნული შოტლანდიის პრინცესა და საფრანგეთის მომავალი დედოფალი რატომ დატანტალებს სასახლის შემოგარენში მარტო? სადაა დაცვა?
რა მომეწონა :
1) მერი და ფრანცისი საკუთარ სამშლობოზე (ხალხზე, მოვალეობებზე) რომ ფიქრობენ და არ იქცევიან 12 წლის ღლაპებივით

2) მეტი არაფერი მახსენდება
მეორე სერიას ვნახავ მაგრამ თუ ისევ ამდენი სისულელე იქნა დავანებებ თავს