#41791896 · 29 Jul 2014, 20:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საერთო ჯამში ნორმალური სერიალია მაგრამ დაბალხარისხიანია მაინც ჩემი აზრით. ჯერ მარტო იმიტომ რომ მერლინი თავის მაგიას იმდენად უნიჭოდ მალავს რომ აქამდე უნდა გაეგოთ. რამდენი მომენტი იყო ისეთი რომ უნდა გარკვეულიყო მაგრამ მაგის უნიჭო სცენარისტს მაიჩნია რომ ისევ და ისევ იდიოტური, ვითომ მიზეზებით გამოაძვრინოს. რაც შეეხება გაიუსს ეს კაცი არის ძალით ინტელექტუალური პერსონაჟი, ყველაფერი იცის .ცოტა აწვალონ სიუჟეტი ეგრევე ჭეშრარიტებას რომ გადმოაფრქვევინებენ ხოლმე. ჰო კიდე არტური წესით უძლიერესი მეფე და პიროვნება აქ რიგითი დოყლაპიაა და არც მაგის ბრძოლებია განსაცვიფრებელი და ეს მომენტი სერიალის ხირისხზე აისახება. ვინც არ უნდა მოკლან, იარაღი სისხლით რატომ არ ისვრება? და ეს ახალბედა პროგრამისტის შექმნილი დრაკონი რას გავს ? პირველყოფილ კომპიუტერულ კინგ-კონგს. გეგონება ფილმს სონი ვეგასით ეჩალიჩაო. ძველი გადაღება მაინც იყოს ხმას არ ამოვიღებდი. სასახლეზე მიხატულ კვამლზე და ეგეთებზე არც კი ვიტყვი. პირდაპირ კოშმარი დეკორაციებია. რაც შეეხება თარგმნას ეგ ჩემი ტკივილია და რეკლამის დროს ფილმს რომ ჭრიან იმედში ხომ საერთოდ ჯერ ისედაც გაუგებარ შინაარსს ტალახს ასხამენ
--------------------
პოსტი სერთიფიცირებულია და დამოწმებულია რეალიზაციისათვის: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
წაიკითხეთ მხოლოდ ერთხელ! გადაჭარბებული დოზირება იწვევს: თვალების წვას, ჰიპერემიას, ქავილს და ცრემლიანობას.
|