kempesi
როგორ ფიქრობთ, სხვა ქვეყნებში ყველაფერი დაცულია ამ მხრივ? მაგალითად, ნაკლებ განვითარებულებში, რომელთა სერიალებს გვიჩვენებენ ჩვენ
რაც შეეხება რეალობის ასახვას,
სერიალში სიგარეტიანი გმირი არაა პროტესტის ფორმა, თუ არ სდევს თან ტექსტი და მინიშნება
ბოლოს ეს უბრალოდ ორი დაქალის ეპიზოდი იყო, პრობლემის განხილვისას რომ აბოლებენ
აქ შემოქმედებითი ჯგუფის პროტესტი არსად ჩანს
ყველა უფროსმა იცის, რომ ბვავშვი არ უნდა ჩააგზავნოს სიგარეტზე
და სერიალიდან არ შეიტყობენ ამას ნამდვილად
რაც შეეხებათ გმირებს
გაიხსენეთ, როგორი მხარდაჭერა ჰქონდა ნინას
როცა ქმარმა უღალატა
ხალხი რეალურ მსახიობებს ემუქრებოდა
შესაბამისად, შესაძლებელია და ფაქტია, რომ არსებობს ქალების კატეგორია,რომლებიც თავს ნინასთან აიგივებენ
და სულაც არ აღიქვამენ მას ისე კრიტიკულად, როგორც მაგალითად ამ თემაში ვწერთ
მათთვის ნინა სიგარეტით უკვე პროპაგანდაა
ისედაც, შესაძლოა ვინმეს რომელიმე მსახიობი მოსწონს, არა როგორც ამ ფილმის გმირი,
ისე
ჰოდა როცა მისი საყვარელი მსახიობი ჩანს, რომ მწეველია, ეს მისთვის მისაბაძია
ნუ გავიწყდებათ, რომ სერიალს არასრულწლოვანებიც უყურებენ
მოწევის გაპროტესტების უკეთესი საშუალება შეიძლება გამოინახოს
მაგალითად ხურცილავას ბენდს შეუძლია გააკეთოს აქცია ფილმშივე
და იყოს ტექსტი და კონტექსტი
და არა მხოლოდ კადრი, ვითომ საპროტესტო, რადგან რეალურად სიგარეტიანი ნინას ჩვენება პროტესტის ასოციაციას არ იწვევს მაყურებელში
აქვე დავამატებ, რომ მინდა ამ სერიალს ჰქონდეს მომდევნო სეზონი, შესაბამისად, პრობლემებს არ ვუსურვებ
არცერთ ქართულ სერიალს არ ვუყურებდი აქამდე
ჰოდა კეთილი სურვილებით მხოლოდ
This post has been edited by lurdes on 17 Jul 2013, 14:42