საყვარლებო და კარგებო როგორ ხართ?
მოვედი და რამდენიმე ძალიან საინტერესო ამბავიც მოგიტანეთ
გლობოს ოთხი ტელენოველა ემის ნომინაციაზე 
"ბრაზილიის გამზირის" უდიდესი წარმატების შემდეგ ალბათ არავის გაკვირვებია როცა ის ემის ნომინანტი სერიალი გახდა. ბრაზილიაში სერიალს 50 მილიონი ადამიანი უყურებდა და ითვლება რომ ახალი ათწლეულის ყველაზე წარმატებული ტელენოველაა.
რამდენიმე კვირის წინ კანში სპეციალურად ამ სერიალის პავილიონი გაიხსნა და აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ამ დროს შეიძინეს სერიალი ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არის - საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და შვედეთი.
სერიალი უკვე 124 ქვეყანაში გაიყიდა, მათ შორის საქართველოში.

ემის კიდევ ერთი ნომინანტია სერიალი "გაბრიელა" რომელიც მალე გავა საქართველოშიც.
გლობოს ამ სერიალს, რომელიც სულ რაღაც 55 სერიისგან შედგება დიდი წარმატება ხვდა წილად და ის უკვე 60 ქვეყანაშია გაყიდული.

მესამე სერიალი, რომელსაც ემის ნომინაცია ერგო სერიალი "გვერდი გვერდ" არის. სერიალი საერთაშორისო გაყიდვაში 2014 წლის იანვრიდან გამოვა.
ტელენოველაში მთავარ როლებს - კამილა პიტანგა, მარჟორი ესტიანუ და პატრიცია პილარი ასრულებენ.

სერიალმა "როგორ შევხვდეთ მსოფლიოს აღსასრულს" ალინე მორაეშის მონაწილეობით გახდა მეოთხე სერიალი რომელმაც ემის ნომინაცია მიიღო როგორც საუკეთესო კომედიური სერიალი.
ფერნანდა მონტენეგრო და მარკოს პალმეირა ემის ნომინანტი მსახიობები გახდნენ 
გლობოს ვეტერანი მსახიობი ფერნანდა მონტენეგრო უამრავი ჯილდოსა და ნიმინაციის შემდეგ (მათ შორის - ოსკარი, ოქროს გლობუსი, ოქროს პალმის რტო, ოქროს დათვი, წმინდა გიორგი, ტრიუფო და ა.შ) ამჯერად ემის ნომინანტიც გახდა.
საერთაშორის ასპარეზზე კი ემის ეს ნომინაცია მარკოს პალემირასთვის პირველი იქნება.
ალინე მორაეში ოსრულად არის 
მსახიობი ალინე მორაეში ორსულად არის, სწორედ ეს გახდა მიზეზი რის გამოც მან მანუელ კარლოშის სერიალში "ოჯახი" მონაწილეობაზე უარი თქვა. მას ლესბოსელის როლი უნდა შეესრულებინა და მისთვის პარტნიორობა ყველასათვის საყვარელ ჯოვანა ანტონელის უნდა გაეწია.
ამჟამად მიმდინარეობს ქასთინგი ალინეს შემცვლელზე.
სავარაუდო კანდიდატები კი - ჟულიანა პაეში, კამილა მორგადო და ტანია მიულერი არიან.
სკანდალი გლობოში 
კაუა რეიმონდი და გრაზი მაცაფერას დაშორების შესახებ უკვე აქტიურად საუბრობენ ტაბლოიდები. ამის მიზეზად კი ცნობილი მსახიობი ისის ვალვერდე სახელდება.
მალე კაუა და ისისი ერთ სერიალშიც მიიღებენ მონაწილეობას სადაც შეყვარებულ წყვილს განასახიერებენ.
ფერნანდა ვასკონსელოსი კარიერას ასრულებს?! 
მიუხედავად იმისა რომ ფერანდა სულ რაღაც 10 წელია ტელესამყაროშია, ის უკვე საკმაოდ წარმატებულ მსახიობად ითვლება. 9 ტელენოველაში ითამაშა და საკმაოდ საინტერესო როლებითაც იყო განებივრებული, მათ შორის - "ცხოვრების ფურცლები", "აკრძალული სურვილი", "ჩვენი ცხოვრება" და "კარგი სისხლი".
თუმცა ის ამბობს რომ უკვე დროა ოჯახს მიხედოს და შოუბიზნესს დაემშვიდობოს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა რომელიმე რეჟისორი მისთვის ამ გადაწყვეტილების გადაფიქრებას.
ვერა ფიშერი დიდ დაბრუნებას გვპირდება 
61 წლის ვარსკვლავი, ლეგენდარული ვერა ფიშერი მაყურებელს პირობას აძლევს რომ ძალიან მალე ძალიან საინტერესო როლით დაბრუნდება ეთერში.
ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ბრაზილიური სერიალები ნანახი აქვს და არ იცის ვინ არის ვერა.
2011-2012 წლებში ის საავადმყოფოში იწვა კომატოზურ მდგომარეობაში, 2013 წელს კი საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გლორია პერესმა ის მიიწვია სერიალში "წმინდა გიორგი", თუმცა ვერა თვლის რომ მის კარიერაში ყველაზე წარუმატებელი და სმარცხვინო როლია.
გლორია პირესი აგინალდუ სილვას სერიალში 
ლეგენდარული მსახიობი გლორია პირესი მონაწილეობას მიიღებს აგინალდუ სილვას ახალ ტელენოველაში.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად სწორედ გლორიას უნდა შეესრულებინა გრისელდას როლი სერიალში "ღირსება და ამბიცია" (Fina Estampa) თუმცა პირესმა აგინალდუს სერიალს "მგზნებარე გულში" მონაწილეობა არჩია.
იმედი მაქვს მალე მოვაბავ თავს და მანუელ კარლოშის სერიალზე სიახლეებსაც დავდებ. ძალიან ბევრი ინფორმაცია დაგროვდა