ადრე დავწერე, რომ ჩატარდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კენჭისყრის ცერემონიალი.
შემდეგ გავიგე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურმე
ირანელმა გულშემატკივრებმა მთელი თავისი რისხვა დაატეხეს ფერნანდა ლიმას მისი ჩაცმულობის გამო, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ირანის ტელევიზიამ მკვეთრად შეამცირა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების კენჭისყრის ცერემონიალის ტრანსლიაცია.
როგორც Day.Az. იუწყება, მთელი ინტერნეტი აჭრელებული იყო აღშფოთებული ირანელების გამონათქვამებით, რომლებმაც ვერ შეძლეს ამის გამო ტელევიზიით ეყურებინათ ცერემონიალისთვის. თვით ირანელი წამყვანები მოუწოდებდნენ ფერნანდა ლიმას, რომ შემდგომში ჩაიცვას „ნორმალური ტანსაცმელი“, თუნდაც ჰიდჯაბი“
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 36 წლის ბრაზილიელმა მსახიობმა და ტოპ-მოდელმა ფერნანდა ლიმამ
საჯაროდ ბოდიში მოიხადა თავისი კაბის გამო და აღნიშნა, რომ ძალიან წუხს, თუკი შეურაცხყო რომელიმე ქვეყნის, კულტურის ან ადამიანების რელიგიური თუ კულტურული ტრადიციები, რომ იგი მხედველობაში მიიღებს ამას და შემდგომში სიფრთხილით მოეკიდება თავის ჩაცმულობას.
აი ასე

ხოლო ვისაც გაინტერესებთ ფეხბურთი, დამატებითი ინფორმაციის სახით გაცნობებთ რომ მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს აიღებს 2014 წლის 12 ივნისს სან პაულოში
კენჭისყრის შედეგები:
ჯგუფი А: ბრაზილია,ხორვატია,მექსიკა,კამერუნი.
ჯგუფი B: ესპანეთი,ჰოლანდია, ჩილე,ავსტრალია.
ჯგუფი C: კოლუმბია, საბერძნეთი, კოტ-დივუარი,იაპონია.
ჯგუფი D: ურუგვაი,კოსტა-რიკა,ინგლისი,იტალია.
ჯგუფი E: შვეიცარია, ეკვადორი, საფრანგეთი, გონდურასი.
ჯგუფი F: არგენტინა,ბოსნია და ჰერცეგოვინა, ნიგერია, ირანი.
ჯგუფი G: გერმანია, პორტუგალია, განა, აშშ.
ჯგუფი Н: რუსეთი, ბელგია, ალჟირი, სამხრეთ კორეა.
მიმაგრებული სურათი