სამწუხარო ფაქტია ძალიან, ვნახე ერთ საიტზე, აქ უნდა აღინიშნოს, რომ კრიმინალური მდგომარეობა ბრაზილიაში ძალიან რთულია
http://fanebi.com/kriminaluri-mdgomareoba-...mundialis-tsin/ძირითადად, ბრაზილიაში ამ დანაშაულებების მიზეზი კრიმინალური წარმომადგენლები და მათი კლანებია. ისინი ჩართულნი არიან თითქმის ყველაფერში, რაც კი მთელი ქვეყნის მაშტაბით ხდება, თუმცა პოლიცია მათ მაქსიმალურად ებრძვის.
2006 წელს, ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა კრიმინალური წარმომადგენლების წინააღმდეგ და დააპატიმრეს რამდენიმე კლანის ბოსი. ეს ოპერაცია ბრაზილიის 14 კუთხეში მიმდინარეობდა და ათასობით ადამიანი იქნა აყვანილი.
ცნობილია, რომ ეს ადამიანები ბავშვებს აიძულებდნენ ჩაედინათ დანაშაული. ამას კი იმით ამართებდნენ, რომ დაჭერის შემთხვევაში მათ კანონი დიდ პატიმრობას არ მიუსჯიდა.
ეს სტატისტიკაზეც არის ასახული. ცნობისთვის, უკანასკნელ წლებში, ბრაზილიაში მომხდარი მკვლელოების 40% 15-25 წლის ასაკის ადამიანებს აქვთ ჩადენილი.
ბრაზილიაში იმდენად მაღალია მკვლელობების მაჩვენებელი, რომ აქ წვრილმან ხულიგნობაზე არც კი ღელავენ.
საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა რამდენიმე წლის წინ პორტო ალეგრიში.
გამოკითხული იქნა 1 200 სტუდენტი და მათმა 28%-მა უპასუხა, რომ ისინი ერთხელ მაინც გაუძარცვავთ, 25%-მა უპასუხა, რომ მათი გაძარცვის მცდელობა ყოფილა, 20%-მა უპასუხა, რომ მათზე ფიზიკური ძალადობა მომხდარა. და ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, როცა ისინი 12-17 წლის ასაკში იყვნენ.
ახლა კი რაც შეეხება ზოგადად მთელი ქვეყნის სტატისტიკას. 94% გოგონებისა და 96% ბიჭების, თავად გამხდარნან ადრეულ ასაკში დანაშაულის მოწმეები.
და საერთოდ ბრაზილიელთა საშუალოდ 60-65 % ადრეულ ასაკში, თავად ხდებიან მსხვერპლნი.
მსახიობებს არაფერი დაუშავებიათ
This post has been edited by perpetua2 on 1 Jun 2014, 20:04