წეღან გამახსენდა და კიდევ ერთხელ ნერვები მომეშალა რა იდიოტურად მოიშორა კიშიმ ნაგატო, ნარუტოს რომ ჯირაიას დაჩხაპნილი ზღაპრით მოაგებინა

ხოდა უცებ გონება გამინათდა, გავბრწყინდი, ავმაღლდი, გავცისკროვნდი, ჭეშმარიტების საიდუმლოს ვეზიარე, სამყარო შევიცანი

- მოკლედ, მივხვდი როგორ მოერია რიკუდო ჯუუბის

არავითარი რინეგანი არავითარი სეიჯ ჩაკრა, ბედეს იარაღები ან რამე მისტიკური ძალა, არა ჩემო კარგებო
მან ჯუუბის ძმები გრიმების ზღაპარი წაუკითხა, კერძოდ, ჰანსელი და გრეტელი
ჰანსელი იყო ინ ჩაკრა
გრეტელი იანგი
ისინი იყვნენ და-ძმა
მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ
და ერთად დაამარცხეს ბოროტი კუდიანი დედაბერი
ამ გულისამაჩუყებელი ისტორიის შემდეგ ჯუუბი ისე დადნა, ათივე კუდიდან ცრემლებს ასხავდამან უცებ დაიბრუნა პირვანდელი ადამიანური ფორმა
და ძამიკო რიკუდოს გადაეხვია შეძახილით
- ჰანსელ!
- გრეტელ!
ნუ ბოლოში გრეტელი იაფფასიანი ძუკნა აღმოჩნდა და ჰანსელმა ცხრა ნაწილად დაჭრა