უაზრო სეზონი და ფინალი იყო, განსაკუთრებით მე-2 სეზონის ფონზე
ქუინის და მისთის თავიდანვე ვერ მოვიაზრებდი სუპრიმებად. რატომღაც ბოლომდე მჯეროდა, რომ ზოი იქნებოდა ფიონას "მემკვიდრე".
მისთი შემეცოდა, ქოვენისთვის ზედმეტად კარგი გოგო იყო. სჯობდა, თავის ჭაობებში დარჩენილიყო, ვიდრე ამათ ინტრიგებში გახალრთულიყო.
კორდელიაზე თავიდან ვფიქრობდი სუპრიმი ჰო არაა-მეთქი, მაგრამ მერე ისეთი საწყალი, უსუსური და დაბეჩავებული იყო, ამას ძალაც აღარ დარჩა-მეთქი გავიფიქრე და გამოვრიცხე

ფიონას დაბრუნებას ველოდებოდი სულმოუთქმენლად და დაბრუნდა. მერე ველოდებოდი, როდის მოკლავდა დელიას და არ მოკლა, აქ იმედი გამიცრუა

წინა სეზონში ყველა პერსონაჟს რაღაც დატვირთვა ჰქონდა (ერთი შეხედვით უმნიშვნელოებსაც), აქ კი უაზროდ ჩაყრილი პერსონაჟები იყო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სერიალში ფილერების როლს ასრულებდნენ

კაილი საერთოდ რისთვის ჩააკვეხეს, სასიყვარულო სამკუთხედიც კი არ გამოვიდა ნორმალური. მართლა მნიშვნელოვანი ხალხი და მომენტები რომ შევკრიბოთ 13 სერიიდან სულ 6-7 სერია იქნება შინაარსთან კავშირში
მოკლედ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ რა. ბოლო სერია მომწყინდა კიდეც, ზედმეტად ჰეფი ენდი იყო, მე თუ მკთხავ

მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მსახიობი ძალიან კარგად თამაშობდა

ჰო, ამაში გეთანხმები
განსაკუთრებით ბოლოში რომ კაბა ეცვა, ის მომეწონა