დავიწყე მესამე სეზონიც.
3 სერია ვნახე, მშვენიერია, უფრო და უფრო იხვეწება სერიალი.
ისე კი, რასაც ვაკვირდები, ქალის სერიოზული დომინირება იკვეთება.
ნუ ძირითადად სექსუალურ კონტექსტში იყენებენ ამას (ფიმეილ დომინეიშენ), მაგრამ მაინც.
ისე, თუნდაც ამ კონტექსტშიც, ბოლო სეზონის პირველივე სერიაში იყო შეთავაზება პენისით მოაზროვნე იმ ბიჭის მიმართ, ქერა ახალგაზრდა ფიონა რომ ეუბნება, ჩემი მონა იქნებიო

პირველი სეზონიდან მოყოლებული ამ სეზონის ჩათვლით, მამაკაცი უმეტესად ნაჩვენებია როგორც ქალის ნებელობაზე დამოკიდებული, რომლის ცდუნებაც უმარტივესია და რომელიც გააკეთებს იმას, რაც უნდა ქალს.
და გააკეთებს მაშინ, როცა ამ უკანასკნელს მოუნდება.
მამაკაცი მეორე მხრივ (მაგალითად მეორე სეზონში) ნაჩვენებია როგორც მოძალადე. (სამი გმირი მახსენდება ასეთი, თან სამივე გმირი ნაკლებ ემოციური ჩანს ბოლო სერიებამდე, რაციონალური ტიპების შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომლებიც მართალია ცუდები არიან, მაგრამ გააზრებულად ცუდები. თუმცა ბოლოსკენ იკვეთება მათი ემოციურობა და მოჩვენებითი რაციონალურობა. ყოველ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს დამარცხებაში ემოცია თამაშობს. მასკულინობის კრიტიკის ნახვა შეიძლება აქ

)
ანუ, პირველ სეზონშიც გამოკვეთილი იყო ეს მიდგომა.
მეორეში სამი ცალსახად "ბოროტი" მამაკაცი იყო გამოყვანილი და ბოლო სერიებში სამივე მარცხდება.
პლიუს ამას ქალი იმარჯვებს.
ამ სეზონშიც, როგორც ვხედავ ყველა მთავარი თუ მეორე ხარისხოვანი როლი ქალებზეა გადანაწილებული, კიტ უოქერს თუ არ ჩავთვლით.
სხვა კაცებიდან ერთი მოსამსახურე იყო, რამდენიმე მუშა და ერთიც მეზობელი, რომელიც დედის გავლენის ქვეშაა ჯერ კიდევ

ერთიც მინოტავრი.
დიდი ვერაფერი შვებაა, სიმართლე რომ ვთქვათ.
ნუ, მთავარი იდეა ეგ არაა, რა თქმა უნდა, მაგრამ აშკარად შეინიშნება სექსიზმი ამ სერიალში.
სექსიზმის არა-პოპულარული გაგებით.
This post has been edited by Manuelo Costa on 30 Dec 2013, 22:49
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".