
ვახ ჩემი :დ
ოთხი თვითონ ჩამოთვალე და კიდევ ითხოვ
კარგი, დავწერ
უოლტერ უაითი არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება პატიოსნად იცხოვრა, ჭკვიანი იყო, განათლებული, ჩვენში ინტელიგენტს რომ უძახიან. პატიოსნად შრომობდა, შექმნა მილიარდობით დოლარის მომტანი კონსეპტი, ოჯახის ერთგული იყო, კაციშვილისთვის ხმა არ აუწევია, თავის საქმეს პირნათლად აკეთებდა ყველგან, სამსახურშიც და სახლშიც.
ამის მიუხედავად ცხოვრებამ თავიდან ბოლომდე თავზე უქნა, დედა #####ნა, შეყვარებულმა უახლოეს მეგობარზე გაცვალა, მერე ორივემ საკუთარი კომპანიიდან ჯობსის სტილში დააპაშოლა და აღარასოდეს გახსენებია, ცოლს ###ზე ეკიდა, შვილს - უარესად. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა, თავისზე ნაკლებად ნიჭიერი, ნაკლებად შრომისმოყვარე, ცუდი ადამიანები როგორ აღწევდნენ წარმატებას და ცხოვრების კიბეზე უკან იტოვებდნენ. როცა არ იმსახურებდნენ ამას.
სკოლის მოსწავლეებს სძულდათ, ბოსი უკანასკნელი მეძავივით ხმარობდა სამსახურში, ამდენი წლის წვალების და ორ სამსახურში მუშაობის მიუხედავად ისიც ვერ მოახერხა, სახლი ბოლომდე გამოესყიდა და ვითომ ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, თავისივე დაბადების დღეზე სიმსივნე დაუდგინეს

აი როგორ არ უნდა გარეკო ამის დედა ვატირე

ყველაფერს ხო აქვს საზღვარი არა?
ცხოვრებაზე შურისძიება არ უნდა მოგინდეს?
ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ იგრძნო თავი ადამიანად. ნამდვილ ადამიანად, რომელსაც ვიღაც ნაბიჭვარი თინეიჯერები ვერ დასცინიან და ვისაც შეუძლია, გაუსწორდეს ძვირადღირებულ მანქანიან ignorant son of a bitch-ს. ვისაც უსმენენ, ვის სიტყვასაც ფასი აქვს, ვისაც ანგარიშს უწევენ,
ვისიც ეშინიათ.
ამორალური ყოფილა თურმე მეთის ბიზნესი. უოლტს რაც გაუკეთა ცხოვრებამ, ეგ მორალურია ხო?
უბრალოდ კანონსაწინააღმდეგო არაა.
კანონი - ეს გარკვეული თამაშის წესებია, რომელსაც სხვები გიდგენენ. თუ ამ თამაშის წესებში კარგად ერკვევი და სხვა ადამიანები ფეხებზე გკიდია, შვარცებივით მიაღწევ წარმატებას და ყველა შენ შემოგნატრის. თუ თამაშის წესებს გაცდი - დამნაშავე ხარ და ყველა ზურგს გაქცევს
უოლტი მთელი თავისი ცხოვრება ვიღაც სხვების მიერ დადგენილი თამაშის წესებით ითამაშა. იყო კანონმორჩილი, ზრდილობიანი, თავმდაბალი, კეთილი, ბავშვობაში დედამისის მიერ ნასწავლი იდეალებით ცხოვრობდა და კვირაობით ეკლესიაშიც დადიოდა ალბათ
რა მოიგო?
ბოდიშI და სამში გრძელი

ადამიანი კი არა, ცხოველს რომ მიიმწყვდევ კუთხეში, ის ცოფდება და იბრძვის თავგანწირვით
და უოლტს ჰქონდა რამე დასაკარგი?
ამიტომ ადგა და შექმნა ახალი, თავისი თამაშის წესები, სადაც სამართლიანობა სხვანაირად ესმით. ისე, როგორც წესით და რიგით უნდა ესმოდეთ.
უოლტმა შეიქმნა პარალელური რეალობა, სადაც ის ლამის ღმერთი იყო. სხვა ცხოვრება,
სადაც ბიზნესი, რომელიც ლეგალური რომ ყოფილიყო, ნასდაქის რეიტინგის ათეულში მოხვდებოდა, მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული
სადაც ის იყო საფრთხე სხვებისთვის და არა პირიქით.
სადაც მისი ეშინოდათ.
ეს იგივე სიმსის თამაშია, შენს საყვარელ ფილმში/წიგნში გადასვლა, სადაც ბეტმენიდან სუპერმენამდე ნებისმიერი როლი შეგიძლია ითამაშო, რაც მოგინდება
შეგიძლია, იყო მამაკაცი, რომელსაც სამსახურში ვერავინ ჩაგრავს
ქმარი, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახს
მამა, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავისი შვილი
მეგობარი, რომელიც მეგობრის გადასარჩენად დაუფიქრებლად გაიტანს ორ კრიმინალს და დაუპირისპირდება შტატის ყველაზე საშიშ ადამიანს, მაგრამ ამით მეგობარს გადაარჩენს
გენიოსი, რომელიც იყენებს თავის ცოდნას და უსხლტება ყველა განსაცდელს
ცხოვრება, რომელიც ყველა ჩვენგანს უნდა
და ამაზე უნდა ეთქვა უარი, იმიტომ, რომ გამოშტერებულ ბებერ მაიკს თავისი ბოსის სიკვდილი ეწყინა და დეპრესიულ ჯესის ბიზნესმენობანას თამაში მობეზრდა?

დავიღალე რა
ჩემთვის უოლტერ უაითი დარჩება დაახლოებით მონების მიერ დატყვევებულ ნახევარღმერთად, რომელსაც ყელში ამოუვიდა ათასი ###ს ბრძანების შესრულება, დაამსხვრია ბორკილები და გათავისუფლდა.
შეიგრძნო თავისუფლება
და ძალა, რომელიც ცხოვრებაში არ უგრძვნია
უოლტერმა იმ ოფერზე უარით 5 მილიონზე და მშვიდ ცხოვრებაზე კი არა, თავის ძველ ბორკილებთან დაბრუნებაზე თქვა უარი და
თავისუფლება აირჩია.
შენ კითხვაზე პასუხიც შურისძიება და ფული კი არა
თავისუფლებააძნელია დანახვა, მითუმეტეს თუ არ გინდა
მამაც გულში და ზოროს ლეგენდაში ყველაფრის მიხვედრა გაცილებით ადვილია

თვალის დახუჭვაზე ადვილი რა არის
დახუჭე კაცო :დ
პ.ს. ეს პოსტი ბოლო იქნება, რომელსაც უოლტერის სასარგებლოდ დავწერ
სანამ ერთი ანტიუოლტისტი მაინც არ დაწერს
ერთ, კონკრეტულ მაგალითს, შემთხვევას მაინც, სადაც უოლტერი ამორალურად მოიქცა
(მეთით ვაჭრობის დაწყება არ ახსენოთ ოღონდ

)
გმადლობთ ყურადღებისთვის :დ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აუ ახლაღა დავინახე შენს ავატარზე თვაილაითის პერსონაჟი
ჰოდა საოცარმა წინათგრძნობამ შემიპყრო, რომ ტყუილად ვწერე მემგონი ამხელა ესე

ჩემგანაც მშვენიერი უოლტერ უაითი გამოიჭრებოდა, მე ვიყო ქუჩის ბოზი უენდი

რას ვწვალობ
This post has been edited by Darker Side on 29 Sep 2013, 15:43