ამ თემაში გაოფებაზე და მით უმეტეს 24-ის ხსენებაზე ელეთ-მელეთი ეწყება ბევრს(ნაკლებად,ვიდრე ჰოუმლენდის თემაში,მაგრამ მაინც),მაგრამ რახან მკითხე,გიპასუხებ:
24 და სიტყვა ინოვაციური(ანუ groundbreaking) გადაბულია ერთმანეთზე.დაგუგლე

მსგავსი ფორმატის არც ერთი სერიალი არაა და არც იქნება,სავარაუდოდ.
სერიალზე რა შეიძლება ითქვას - ჰოუმლენდი ვინც შექმნა,მაგატი შექმნილია(სცენარისტებიან,კომპოზიტორებიან,პროდიუსერებიანად)
კარგი,რაც აქვს:
1. იმენნა ტრილერია,ეკლებზე ზიხარ დაძაბული,ყოველ წამს რაღაც ხდება და ისე რჩება სერია,დროის გასვლას ვერ იგებ.
2. საოცარი კასტინგი(ემიც აქვს მოგებული საუკეთესო კასტინგის ნომინაციაში)
3. მთავარი გმირი,ჯეკ ბაუერი,მართლა ლეგენდაა.კიფერ საზერლენდი ანსახირებებს.ჯეკ ბაუერის ფენომენი ძალიან ღრმად არის გამჯდარი ამერიკულ აზროვნებასა და ფსიქიკაში.სერიოზული კვალი დატოვა; და არც ერთი დრამის მთავარ გმირს არ აქვს დატოვებული მასეთი კვალი.ვოლტერ ვაითს აქვს შანსი,მსგავსი ფურორი მოახდინოს.ვნახოთ.წლებს უნდა გაუძლოს.
4. მთავარი გმირების 70-80% კვდება სხვადასხვა სეზონებში და ზოგი სიკვდილი ძალიან დასამახსოვრებელი და ამაღელვებელია
5. ტვისტები და მოულოდნელი პლოტი
6. პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე: მსგავსი დინამიკა არც ერთ სერიალს არ აქვს! ამაზე ატვეჩაი ვარ.პრიზონ ბრეიქიც ვერ მოვა ახლოს 24-თან
7. საოცარი ფორმატი - ერთი სეზონი არის ერთი ისტორია.სეზონები და ისტორიები დაკავშირებულია,რა თქმა უნდა.თითო სეზონში არის 24 სერია.თითო სეზონი ხდება 24 საათში,ანუ 1 სერია 1 საათს ასახავს და ჩათვალე,თითო სრულმეტრაჟიან ჰოლივუდურ ფილმს უყურებ მაგ 1 საათში.სეზონში კი ასეთი 24 სიამოვნებაა.ისტორია იწყება პირველ სერიაზე და მთავრდება 24-ე სერიაზე.ამით მთავრდება ერთი ისტორია და მერე იწყება სხვა ისტორია სხვა ვილანებით და ა.შ.(ეს მომდევნო სეზონია),მაგრამ სეზონები დაკავშირებულია,ისევ ვიმეორებ.
8. გაწილილის ნასახიც არაა.ატვეჩაი ვარ.
9. ვითომ ხომ ჰოლივუდია და რამე,მაგრამ ცრემლებიც საკმაოდაა.დრამაა და ეს არ დაგავიწყდება სერიალის მიმდინარეობისას.
10. მთავარი კასტის მეთოდური შემოსვლა სეზონებზე გადანაწილებული.
11. ყოველი სეზონი წინაზე უკეთესია.1-დან 5-მდე მაინც,ანუ პირველი სეზონი ყევლაზე სუსტია(და ყველაზე დაბალბიუჯეტიანი).მე მე-7,მე-4 და მე-5 მომწონს ყველაზე მეტად.24-ისტების 98% გეტყვის,რომ ყველაზე მაგარი მეხუთე სეზონია.ყველაზე მეტი რამ მანდ ხდებაო

12. ჰეფიენდებით არაა დახუნძლული
13. მიზანი ამართლებს საშუალებას - ამ სერიალის კრედოა.დახუნძლულია სისხლიანი და ბრუტალური სცენებით,წამებით და ა.შ.
და ა.შ.
ცუდი რაც არის:
1. იუმორის ნასახიც არაა,იმდენად სერიოზული სერიალია.იუმორისთვის არ არის ადგილი დარჩენილი
2. ზედმეტად ბევრი ექშენი,სროლები და ჰოლივუდი(ეს რამდენად არის ცუდი,ეგეც საკითხავია).ამის გამო ცოტა ზედაპირული ჩანს,მაგრამ ყველაფერი გენიალური მარტივია ამქვეყნად.
3. ზოგი ელემენტი მთლად ბოლომდე თუ არა,გარკვეულწილად გამეორებადია(პროსტა იმდენი რამ ხდება,შეუძლებელია ფიზიკურად,რაღაც მსგავსი არ მოხდეს,რაც წინა სეზონებში მომხდარა).
4. ადამიანური ნაკლებია.ძირითადად ექშენზეა აქცენტი და დინამიკაზე+საინტერესო სიუჟეტზე.მე ამას არ ვთვლი ხარვეზად,მაგრამ, ბევრი ჩათვლის.
5. ცოტა ჰოლივუდური სიაფანდობებიცაა შიგადაშიგ(სად არაა,ის თქვი)
6. არარეალისტურია გარკვეულწილად.ბაუერი არასოდეს ჭამს,არც ტუალეტში დადის,არც სძინავს,არც ექსაობს

ნუ,24 საათი გრძელდება ივენთი.რამდენა დარარელისტურია,არ ვიცი.24 საათი თავდაყირა გაძლებს კონტრტერორისტული განყოფილების გამოციდლი და ლეგენდარული აგენტი
7. პროპაგანდისტულია.სადღაც ანტიამერიკანიზმითაცაა გაჟღენთილი(ეს ცუდი სულაც არაა

)
მთლიანობაში,თუ ეს ჟანრი მოგწონს(ანუ ექშენი,დინამიკა,ტერორისტები/კონტრტერორისტული განყოფილება/დიდი პოლიტიკა და სერიოზული დრამა),მაშინ საშენო სერიალია.თუ ესენი არ მოგწონს,ახლოს არ გავეკარებოდი შენს ადგილას

შენს თავს ჰკითხე,რა გინდა და რას მოელი სერიალისგან.თუ უწი-პუწი,გაწელილი საუბრები,გრძნობების ჩაქსოვა ,შავი იუმორი და ეგეთები გინდა,მაშინ ეს ის სერილია არაა და სხვა რამ მოძებნე.ჰოლივუდი თუ გიყვარს,24-იც მოგეწონება.იმდენი რამ ხდება თითოეულ სერიაში,კაი ჰოლივუდურ საოსკარე ბლოკბასტერსაც შეშურდებოდა.მართლა ბევრი შოკისმომგვრელი რამ ხდება.არ დაგასპოილებ,იქნებ გადაწყვიტო ყურება.ერთ ამოსუნთქვაზე მიდის,იმდენად არაადამიანური დინამიკა აქვს.რაც უფრო ასაკოვანი ხარ,მით უფრო დაამუღამებ.დიდების სერიალია.თავის ჟანრში საუკეთესოა.ჟანრის კლასიკაა.[/spoielr]
This post has been edited by ტანკე on 7 Oct 2013, 05:10