რა არის მანდ ამოუცნობი ? :დ
პირველი და უმთავრესი ისაა, რომ ატმოსფეროს/მომენტს უხდება ეს მუსიკა ყოველთვის ამ შოუში. არაა უხერხულად ჩასმული და სერიალის ან რომელიმე მომენტის განწყობასთან კონფლიქტში არ მოდის.
პირიქით, მაგრადაა შერჩეული, განწყობას ხაზს უსვამს, კვეთს და უფრო ძლიერ ეფექტს ვიღებთ.
მეორეც, ფილმის და შოუს ყურების მერე დამუღამებული მაქვს, რომ კონკრეტულ მუსიკას სხვადასხვანაირად ვუყურებ ფილმის ყურებამდე და ყურების შემდეგ.
იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომელშიც ფილმშია ეს მუსიკა გამოყენებული, თვითონ მუსიკის მიმართაც მეცვლება ხშირად დამოკიდებულება.
ბევრჯერ მომისმენია მუსიკისთვის, რომელიც არ მომწონებია, მაგრამ შემდეგ რომელიმე ფილმში მინახავს გამოყენებული(კარგად, მომენტის განწყობაზე ერთი ერთში დასმული) და ჩამიხვევია.
მარა...
ამ შემთხვევაში, ვერ ვიტყვი რომ მარტო ამის ბრალია

მართლა კარგი საუნდრეკები აქვს