მომეწონა პირველი სერია, საინტერესო რამე ჩანს.
რაღაცნაირი ცივი, ავისმომასწავებელი ატმოსფეროთი და დამძიმებული, ნაღდი დეტექტივური სფეისით.
მევასება ეს დუხი ამ ჟანრში. პერსონაჟებიც ნაღდი და საინტერესოა.
რატომღაც რაღაც სუპერ-დუპერ ამერიკულ ზვიზდეცდეტექტივს ველოდი, ეფექტებით, სისხლების სხმებით,
კოკაკოლას რეკლამებში რომ ოქროს ბიჭუნა ტიპები სახლიდან გამოდიან, ყველას უღიმიან და ყველაფერი გამოსდით _
ეგეთი ჰაბიტუსის მქონე ზეკაც გამომძიებლებს ზეადამიანური ნავიკებით;
და ბლაგვ, სტანდარტულ ამერიკულ იუმორსა და იაფფასიან სასპენსს.
და სანაცვლოდ საკმაოდ ხარისხიანი და დასტოინი რამ დამხვდა

ვნახოთ აბა ასე თუ გააგრძელებენ