ექშენი მეუოცხოვა თავიდან, მაგრამ საოცრად მოუხდა!
იასნად შოუს ატმოსფეროც შეიცვალა: მისტიური, ავისმომასწავებელი და ცუდი წინათგრძნობის, შიშის აღმძრავი გარემოდან უფრო დაძაბულ, ინტენსიურ, შეიძლება ითქვას, პანიკურ მდგომარეობაში გადავიდა.
მაგრამ ძველი ელემენტებიც არ დაუკარგავთ და საბოლოო ჯამში მაგარი მიქსი დადეს.
მუსიკა რომ გლიჯავს და ამ ყველაფერს ორმაგი დრამატულობით წარმოაჩენს, ამასაც აღვნიშნავ

რასტს რაც შეეხება, ამ სერიაში ნაკლები მონოლოგი ქონდა, მაგრამ მისი პერსონაჟის განვითარება მაგ ფაქტს არ შეუფერხებია
სიტყვა იქნება თუ მოქმედება, იმენა მაოცებს ეს პერსონაჟი.
ნიჰილისტ, "ყველაფერი დაშვებულია" ტიპს ვუყურებ მესამე სერიაა უკვე და ეს საქციელი მაინც გამიკვირდა
ამ სამუშაოზე რა აკავებს ისაა საინტერესო, შეიძლება ითქვას დამაინტრიგებელიც...
ასეთი სარისკო საქმე იკისრა, მაშინ, როცა ვფიქრობთ რომ ყველაფერი ღლეზე კიდია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ თავისი სიცოცხლეც იმის ნაწილია, რაც კიდია, მაგრამ არამგონია. ნი ტო შტო ძვირად უღირს, მაგრამ არც სიკვდილის სურვილით შეპყრობილ ბანალურ პერსონაჟთან არ გვაქვს საქმე.
არ ვიცი, სიამოვნებას იღებს რისკით, თუ პაზლის აწყობაა მისთვის მნიშვნელოვანი, მარა ფაქტია ძალიან საინტერესო პერსონაჟია
მარტის ცოლმა რომ უთხრა, მაგარი ქმარი იქნებოდიო და ეს რომ უხმოდ წამოდგა, ეგეც გამიკვირდა

წლის ბოლოს რომ ტელეშოუების ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟი იქნება წყალი არ გაუვა, გლობუსებით და ემით