როგორც ყოველთვის ძაან დონე სერია იყო

თუმცა ერთი ის ვერ გამიგია სერიიდან სერიამდე რატომ ცდილობენ სულ უფრო მეტად გაასაცოდაონ მარტის პერსონაჟი?!
ამ სერიაში დაჟე პირდაპირ ათქმევინეს კოულს without me you're nothing
მთელი სერიის განმავლობაში მაშინ როცა რასტი სად აღარ დადის რომ პატარა ზაცეპკა მაინც იპოვოს და თავდაუზოგავად შრომობს, ეს კიდე მიდის და ისევ თინეიჯერებს ხერხავს
ორ პერსონაჟს შორის რადიკალური განსხვავებაა აზროვნების მხრივ - მაშინ როცა რასტი უკვე ჩამოყალიბებული პერსონაჟია და წარსულის შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლა(რითაც თითქოს ყოვლისმცოდნეს შთაბეჭდილებას ტოვებს), მარტი ისევ იგივე შეცდომებს ჩადის და აბსოლუტურად ვერაფერს ვერ სწავლობს, მეტიც მის შეცდომებით გამოწვეულ მოვლენებზეც რასტს ადანაშაულებს, მითუმეტეს მაშინ როცა უნდა მიმხვდარიყო რომ მისი ცოლის ინიციატივა იყო აშკარად რასტთან სექსი(ან მუშტების ქნევამდე ჯერ გაერკვია საერთოდ რა მოხდა ნორმალურად, იქნებადა ის ჩემისა გატყუებს საერთოდ და არც არაფერი არ ყოფილა?!)
ეს პიროვნოლი მხარე და როგორც დეტექტივი ხომ საერთოდ რისთვისაა სერიალში ვერ გამიგია
მართლა მარტო მონაცემების შევსებით და უფროსობასთან პატაკების ჩაბარებისთვის ხომ არ აქვს ამხელა როლი?! წინა სერიაშიც მაგის უკონტროლობით მომხდარი ჩაჯმულის მოწმენდა დაჭირდა რასტს
მოკლედ რასტის პერსონაჟი რამდენადაც კარგადაა გამოყვანილი, სრული კონტროლი აქვს საკუთარ ქმედებებზე და თითოეული მისი ნაბიჯი იდეალურადაა გათვლილი, ამდენადვე გულუბრყვილო და არაფრისმომცემია მარტის საქციელები
თან როგორც ჩანს ახლა ჩვენ დროში უნდა გაერთიანდნენ საქმის გასაგრძელებლად და კარგს იზამენ სცენარისტები თუ მარტის პერსონაჟს,გასაგებია რომ რასტის დონეზე ვერა, მაგრამ რაღაც ადეკვატურ სახეს მისცემენ, თორემ ისევ იმის ყურება როგორ დასდევს რასტს ფინიასავით და ვოტსონობაზეც კი ვერ ქაჩავს უბრალოდ საცოდაობაა
რასტზე ლაპარაკი არცაა საჭირო
ცოტა ზედმეტი იდეალურობა ახასიათებს და ზოგჯერ ფეხიც რომ დაუცდეს არ იქნებოდა ზედმეტი
მაგრამ სხვა მხრივ საკმაოდ კომპლექსური, არაერთგვაროვანი და ხშირ შემთხვევაში მოულოდნელობებით სავს პერსონაჟია
თუმცა მეორეს მხრივ სრულ წინააღმდეგობაში მოდის მთელ მის გარემოცვასთან(ვობშემ შტატთან), გეგონება მართლა მის წინააღმდეგ ამხედრდა ყველაო
უბრალოდ არ ესმით მისი და ვერ აყვნენ
იმედია ის "მთავარი ვილეინი" რომ გამოჩნდება ის მაინც იქნება რასტის მოწოდების სიმაღლეზე(თუ უფრო "ზევით" არა)
This post has been edited by RINO on 24 Feb 2014, 13:34