REIDIAndy Warholვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს არ არის რას ქვია მართლა დეტექტივი და ამ კუთხით ჟანრობრივ იდეალურობასა და
პროფესიონალურ სიღრმეებზე ვერ ექნება პრეტენზია. მაგრამ ეგ არახალი ამბავია და თემის პირველივე გვერდებიდან მიდის მაგაზე ლაპარაკი
რომ ამ სერიალის მთავარი ხიბლი კაკ რაზ დეტექტიური სიჟეტის პარალელურად მოცემული ყოფით-ფილოსოფიური სურათი,
მთავარი გმირები, გადაღების ესთეტიკა და ფილმის საერთო ატმოსფეროა. და არა მაგალითად ისეთ საკითხებამდე დაწვრილმანება როგორიცაა ის
რომ ხაზი არ გაესვა იმას თუ როგორ არ უღებს ჩესტს უმცროსი სერჟანტი უფროს ლეინტენანტს კაბინეტში შესვლისას ან
თუ როგორ არასწორად ავსებს დეტექტივის თანაშემწე დაკითხვის ოქმს, რატომ არ დაკითხეს რომელიმე სხვა პერსონაჟი და ა.შ...
რაც შეეხება მკვლელის ფსიქოლოგიური პორტრეტისთვის ჩაღრმავების სასურველობას და მისი ოჯახის უფრო დეტალურ გაშიფრვას.
იმან რაც ბოლო სერიაში ვნახეთ, პირადად ჩემში ელემენტარულად სურვილი გააქრო მაგ ყველაფრისა, თორემ იქამდე მეც მაინტერესებდა.
ოღონდ მეგონა რომ მკვლელის სახით დამხვდებოდა ავადმყოფს + მოზგი ფსიხი, მაგრამ დამხვდა მხოლოდ ავადმყოფი...
იმის იმედი არც მანამდე მქონდა რომ რასტი და ეს ბარში დასხდებოდნენ და ეს მოუყვებოდა როგორ გახდა მკვლელი, მაგრამ რამე ისეთს ველოდი,
რაც დაგროვებულ კითხვებზე გამცემდა პასუხს. ბოლო სერიის ნახვის მერე კი ჩემ თავს ვკითხე: აბა კონკრეტულად რა კითხვაზე უნდა ეპასუხა ამ მკვლელს
და საერთოდ ექნებოდა თუ არა ასეთ სცენას მაყურებლის თვალში რაიმე ფასი? და მივხვდი რომ არა. რომელ ჩაწვდომაზე და გაგებაზეა საუბარი, როცა
ათეულობით ბავშვის მკვლელ მანიაკს ეხება საქმე. ან მისი ოჯახის ისტორიის მოყოლა რაღა საჭირო იყო, დედამისის თუ მისი დის მიერ დაწყებული
რამდენიმე წინადადებიანი ისტორიით მამამისის მიერ მის გაუპატიურებაზე, პირადად ჩემთვის ყველაფერი დაიხატა თვალწინ...
თვითონ ოჯახის გენეალოგიაზეც იყო არაერთი მომენტი ბოლო ორ სერიაში სადაც თითოეულ წევრზე გაკვრით ისაუბრეს, ან ამ ოაჯხთან შეხების მქონე
ადამიანებს ასაუბრებენ მათზე და ისინიც ნორმალურ ოჯახად იცნობს ამ ხალხს... ცინიზმი რეჟისორისგან ისევე როგორც ის მომენტი როცა
ძაღლს სახლში ბინძური თათებით შესვლის გამო გაუწყრებიან... ეს ხალხი ვერ იაზრებს რა თქმა უდნა რომ ავადმყოფები არიან,
ეს მათი დიფოლთ მდგომარეობაა ოჯახური სიწმინდე და სიამაყე მათ ავადმყოფურ წარმოდგენებში.
პირადად ჩემთვის ამ დეტალებით შეკრულ საერთო სურათზე მეტი არ იყო საჭირო ამ ოჯახის შესახებ.
და იმის იქით არ იყო საჭირო ფლეშბექები ან დეტალური მოყოლა მკვლელის და მისი ოჯახის ისტორიისა და ამ ყველაფრით
"12 წელი მონობაში" თემიდან ვინმე საყვარელი იუზერის აქ მოწვევის აუცილებლობა რეჩით "გავიგეთ რომ ინცესტი ცუდია" : )
ვფიქრობ ეგ სვლა გააიაფფასიანებდა მოცემულობას. მით უფრო რომ ეს არ არის ისეთი მკვლელი, რომელსაც აქვს რაიმე ღირსება, მორალი, ნათელი წერტილი,
ხომ არიან მასეთი უარყოფითი გმირებიც, მაგრამ ეს ცალსახად ხორცშესხმული ბოროტებაა. და ამაზე რაღაც ფსიქო თუ ისტორიული წიაღსვლები
რეჟისორის მხრიდან იქნებოდა უარყოფითი პერსონაჟისადმი ჰუმანური მიდგომის ტოლფასი, მისი გაგების და რაიმეს ახსნის თუნდაც ოდნავი მცდელობა;
არადა ფილმის მორალი სწორე ეგაა რომ ასეთი ბოროტება უცერემონიოდ უნდა განადგურდეს...
იმიტომაც კვდება ასე პირდაპირ _ თავში ტყვიით... და სულ არ გამიკვირდა რომ ბევრს გაუცრუვდა იმედი, როცა მის რაღაც ჯერ არნახულ სიკვდილს ელოდნენ.
რაც შეეხება სერიალის განმავლობაში მოცემულ არაერთ მინიშნებას.
ნამდვილად არ უნდა გვქონოდა იმის მოლოდინი, რომ ძიშოვი გალივუდსკი ფილმივით ფილმის ბოლო 5 წუთში შემოგვთავაზებდნენ თითოეული მინიშნების
მოკლე ანალიზს ვთქვა იმ მეთოდით რომ პერსონაჟებს გაახსენებდნენ იმ მომენტებს და მერ ეპირს დააღებინებდნენ _ აუუ, როგრო ვერ მივხვდი მაშინო.
ამის მაგივრად შემოგვთავაზეს დანაშაულის ადგილების კადრირება, ლუიზიანას ხედებით, იმ ხით და მინდვრით სადაც ყველაფერი დაიწყო და
ამ უფრო დასტოინიი გზით შეკრეს ემოციურად მთელი სურათი, აც მე ძალიან მომეწონა.
საიდუმლო მინიშნებები კი დარჩა ფილმის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ შტრიხად და გამიხარდა რომ ასე მოხდა. თვითონ ამ მინიშნებებისადმი ჩმეი დამოკიდებუელება
სერიალის განმავლობაში იყო ყოველთვის შემდეგი: როცა რომელიმე სერიის შმედეგ სადმე FBზე ან აქ იდებოდა მინიშნებების კადრები, ეს რაღაც დაუკმაყოფილებლობის
შეგრძნების ნაცვლად ჩემში აღძრავდა პირიქით _ მეტ ინტერესესს და მომდევნო ეპიზოდების უფრო დაკვირვებით ყურების სტიმულს. ბავშვურად ვხვდებოდი ჩათრეული
ამ პროცესში და ბევრ მაყურებელს ექმნებოდა ალბათ იგივე შთბეჭდილება რომ თვითონაც მონაწილე იყო ამ ყველაფრის და თითქოს შენ თვალწინ ხდებაეს ყველაფერი _
თითქოს შენს მახვილ თვალსა და გონებაზეცაა დამოკიდებული წვრილმან დეტალებში მსხვილმანი მოვლენების დანახვა ანალიზი ვარაუდი... ზუსტად ისე როგორც რეალში.
ასე რომ ამ შტრიხსაც ფილმის დიიდ პლუსად ვთვლი აუცილებლად და არამც და არამც უთქმელად ან ცუდად ნათქვამად დატოვებულ სამწერტილად