უაზრო და ბავშვური ლაფსუსები გრძელდება, თან ბოლოც არ უჩანს:
1) თინა დალაქიშვილის გმირს ყელი აქვს გამოღადრული, ძირს სისხლის გუბეა და ამ დროს ტანსაცმელი მარცხენა მხარის მიდამოებში აბსოლუტურად სუფთაა - კი მაგრამ იმხელა გუბე როგორ დადგა ? სისხლმა სკუპი გააკეთა და ისე დაიღვარა ?

2) როდესაც კახიანი ეტყვის სასტავს მარტო დამტოვეთო, ამ დროს მზიანი კარის ფონზე მას უკავია გარდაცვლილი გოგოს თავი, ხოლო 2 წუთის წინ ნაჩვენები სისხლის გუბე აღარ ჩანს, იატაკი მოპრიალებული და სუფთაა.

3) ლილიპუტას რომ გაეჩითა მეოთხე, საინტერესოა რატომ არ ესროლა, როდესაც ავტომატი შემართული იყო საბრძოლო მდგომარეობეში და თითიც ჩახმახზე ედო ? თან ბუნებრივი რეაქციაა, ბოლო ბოლო შიშისგან მაინც გაისროდა (რავი რუკაპაშნიში არ ჩაიკუკა და სროლა რა პონტში ვერ მოასწრო ?

). დროც ქონდა, რადგან მეოთხე სანამ შეტევაზე გადავიდა, მინიმუმ 2-3 წამი ღმუოდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაესხა თავს.
4) კბილებამდე შეარაღებული სასტავი რატომ გაექცა ერთ მეოთხეს ?

მანამდე ბეზნინის შლანგით ამოქაჩვა ხო საერთოდ ეპიკი იყო

5) გმირებს რომ ვუყურებ რობოტები მგონია, არაფრისმთქმელი, ყალბი და უაზრო მოძრაობებით თუ ლაპარაკით (გამონაკლისია თორნიკე გოგრიჭიანის გმირი). განსაკუთრებით ყალბი, გაწელილი და უაზრო, დაზვერვაზე იარაღით აქეთ-იქით ბორიალია.
6) რატომ დადიან ცალ-ცალკე ? სადაც 5 შეიარაღებული 1 მეოთხეს გაექცა, ერთი შეაიარღებული რომ გადააწყდეს 3-4-5 მეოთხეს რა უნდა ქნან მაშინ ? თან სრულიად არაბუნებრივია მასეთ სიტუაციაში ცალ-ცალკე ბორიალი. ან ლილიპუტა და წვერებიანი პოლიციელი რატომ დადიან იარაღის გარეშე ? მანქანაში ხომ სამი ავტომატი ჩადეს + გარდაცვლილი გოგოს იარაღიც დარჩათ. კარგი წითელთმიანი და ნანკას გმირი გოგოები არიან და დავუშვათ არ იციან ხმარება (თუმცა ეგეთი ყოვლისმომცველი კატასტროფის დროს ნებისმიერი ადამიანი ავლენს უზღვავ და საოცარ შესაძლებლობებს, მათ შორის გოგოებიც), მაგრამ იმ ორის უიარაღოდ ბოდიალი აბსოლუტურად არაბუნებრივი და აქედან გამომდინარე რბილად რომ ვთქვა იდიოტურია.
7) სერია მაქსმიმუმ 25 წუთიანი იყო, აქედან ნახევარზე მეტი კოპებშეკრულები დაბორიალობენ იარაღით ხელში.
8) მეოთხეები დღე-ღამის ნებისმიერ დროს თუ არიან აქტიურები, რატომ იჩითება ამხელა, მილიონიან ქალაქში მხოლოდ 3 მეოთხე ? (ბაზაზე, წვერებიან პოლიციელს რომელიც გამოეკიდება და სახლში ლილიპუტას რომელიც დაესხმება თავს). მით უმეტეს, ქალაქის მინიმუმ 95% ფაქტია, რომ ინფიცირებულია. თუ მარტო მზის ჩასვლის მერე აქტიურდებიან, მაშინ საერთოდ გაუგებარია, რა პონტში გაიჩითა დასახელებული სამი.
ძალიან საწყენია, არადა რა კარგად, დამაინტრიგებლად დაიწყო, ჯანდაბას იმ თეთრი ვინცხას ხაზი მაინც განევითარებინათ, რომელიც აშკარად დასდევდა მთავარ გმირებს.
რატომღაც მგონია, რომ ბერას დიდი მაყუთით და ახალაგაზრდული ასაკით ისარგებლა ვიღაცამ, რომ დიდი მაყუთი გაეკეთებინა მეგახლეობაზე.
თუ ვცდები, დაე ჩემზე იყოს ეს ცილისმწამებლური ცოდვა და მემეკითხიოს

მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება
This post has been edited by Tom Brady on 3 Mar 2014, 20:07