ვა, თემაც ყოფილა პარადოქსზე

მაშინ გადმოვაკოპირებ ჩემ FB სტატუსს

დღეს ვუყურე ახალ ქართულ სერიალს პარადოქსი / Paradox, GDS TV Official-ზე, ხოდა შთაბეჭდილებები მინდა გაგიზიაროთ
რაცარუნდა გასაკვირი იყოს აღფრთოვანებული დავრჩი, თურმე ქართველებსაც შეგვიძლია ნორმალურ სიუჟეტიანი სერიალის გადაღება, ჩემი ცოლის გამოქლიავებული ძმაკაცები და მსგავსი დაბალ ინტელექტუალური ქლიავობების გარდა. სიუჟეტი საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება, ხარისხი არაჩვეულებრივია და განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ხმის რეჟისურა, გა მა ო ცა რასაც ქვია მშვენიერი საუნდტრეკი, მშვენიალური დაძაბვის ელემენტები და უმშვენიალურესი ეფექტური შესაშინებელი საუნდები
ახლა უარყოფითს რაც შეეხება. ჩემსაცით მოცლილ კაცს რა არ ექნება ნანახი, დაწყებული თითქმის მსგავსი სიუჟეტის The Walking Dead იდან, დამთავრებული Resident Evilმდე, ამიტომ შენიშვნაც ბევრი მაქვს. დავიწყოთ ჯერ სიუჟეტით, თუ აკეთებ პოსტაპოკალიფსურ სცენარს ვირუსული ინფექციითა და ზომბებით, რაღა მოსაყვანია სავარაუდოდ უცხოპლანეტური ელემენტები? (იმედია მეორე სერია ნათელს მოფენს ამ ამბავს). მსახიობებს რაც შეეხება, ნანკა კალატოზიშვილი თამაშობს უსაშინლესად და კარგი იქნება 4-5 სერიაში თუ მოკვდება, თორნიკეს არაუშავს, უბრალოდ ეს შეძახილებია შესაცვლელი (ჰეეეეეეეე facepalm). ამასთანავე თან უნდა ავღნიშნო გრიმიორების კარგი მუშაობა, მაგრამ the walking dead-ის შემდეგ უბრალოდ სასაცილოდ გამოიყურება ქართველი ზომბი უფრო მეტი პროფესიონალიზმი მართებთ აშკარად, თუმცა დასაწყისისთვის ნამდვილად არ არის ცუდი.
სერიალის რეჟისორებს ვურჩევდი რამოდენიმეჯერ ნახონ Walking Dead და მერე გადაიღონ სერია, იმდენი ელემენტალური შეცდომაა გაპარული, რომ ჩამოთვლაცკი მეზარება, მაგალითად არაჩვეულებრივად სუფთა ნანკა კალატოზიშვილი მეტროს გვირაბებში ძრომიალის შემდეგ ასევე სცენა როდესაც ნანკა ცდილობს გაანგრიოს რაღაც გისოსი, ურტყავს გამეტებით ფიცრის ნაჭერით, აბრახუნებს და ეს მაშინ როცა ჩუმად ყოფნაა საჭირო ზომბებისგან დასამალად ხო და ამავედროს შეუძლია იმ კარით გავიდეს საიდანაც შევიდა კლუბში და ასე შემდეგ მოკლედ ბევრი ლაფსუსია, თუნდაც ავიღოთ ის თეთრი მაღალი ჰუმანოიდი რომელიც ჯერ ვერ გავარკვიე უცხოპლანატელია, გენეტიკური მუტაციის შედეგია თუ რა არის, ნაკლებად გამოაჩინეთ ეგ ორგანიზმი კადრში რეჟისორებო, არარეალისტურია და სახურავიდან ჩამოხტომის სპეცეფექტი ხომ საერთოდ ეპიკ ფეილი იყო
და ბოლოს დასკვნის სახით, ბევრი ვაკრიტიკე, მაგრამ ქართული კინემატოგრაფიის გადამკიდე რომელსაც უკვე ორი ათწლეულია პულსი არ ესინჯება, ნამდვილი მიღწევაა აღნიშნული სერიალი, მჯერა დიდი მომავალი აქვს და რომელიმე უცხოური ტელევიზია იყიდის ამ პროდუქტს.
ახლა კი თუ შენ ბოლომდე ჩაიკითხე ეს სტატუსი, საღოლ შენს მოთმინებას, ჩემსავით უსაქმური ყოფილხარ და დაწერე კომენტარებში ვიცოდე მაინც ვინ ხარ
People should not be afraid of their governments. Governments should be afraid of their people. (c) V for Vendetta
მაღალი მატერიები დაივიწყეთ ხელისუფლებაში დასარჩენათ კონსტიტუციაც გაიჟიმება ბიძინაც და ბესელიაც (c) FRIDRIX