ესეიგი ახლა სხვა დეტალები ფილმის, კარგადაა სცენარზე ნამუშევარი. მე უბრალო მეგონა, მაგრამ არა. ბოლო ორი სერია ძალიან კარგი იყო, მომინდა კიდევ ზედიზედ სხვა სერია. კარგადაა შერწმული ეს სული, ქართული რეალობა.
თინასა და ტატას დიალოგის მომენტი. ფულს ავიღებთ და წავალთ სამოგზაუროდო, ტატამ ევროპაში იტალია საფრანგეთიო.
თინამ , აზია, მშვენიერი ბუნებაა და ტიბეტი ბუდისტურ ტაძრებს ვნახავთო.
და პასუხი.
საქართველოში ბუნებისა და ტაძრების მეტი რა არისო

ასე პირდაპირ. რეალურად მართლა ასეა.
ტაძრებისა და ბუნების მეტი არ არის საქართველოში თითქმის რაიმე სანახავი. ევროპაში არის სხვადასხვა კულტურული, ლამაზი ადგილები, შენობები. ძველი სხვადასხვა სტილის ულამაზესი ნაგებობები, საქართველოში მხოლოდ ტაძრები.
ასეა, ეს არაფრის და არავის წინააღმდეგ არაა მიმართული. უბრალოდ ასეა.