უცნაურად მსჯელობთ ზოგზოგიერთი..
გამოჩნდება ლეგენდა, ამკობენ ეპითეტებით, ადარებენ ღმერთს, აჩვენებს კლასს..
მაგრამ როცა ათასი მოწინააღმდეგიდან ერთ-ერთს რაღაც დარტყმა გაუვარდება, ე.ი უთრევიათ, დაუმხიათ, გაუბანძებიათ

ავიღოთ თუნდაც ლი, რომელმაც მადარა გახეჩა ორად..
არავინ იხსენებს დეტალებს, რომ მადარა ჯუუბზე იყო მიერთებული და მის კონტროლს ცდილობდა და ბოლომდე ვერც იმორჩილებდა, ფაქტიურად იყო სტატიკურ მდგომარეობაში.. ამ დროს მოფრინავს ლი კიუბის ჩაკრით ასწაფებულ გაძლიერებული და მადარას ჭრის ორად და შედეგი რა არის?
არც არაფერი! მადარა ყურსაც არ იბერტყავს, კომენტარსაც არ აკეთებს, იწყებს ინდივიდუალურ ბრძოლას ჯუუბის კონტროლის გარეშე..
გაის ჰირუდორა: მადარას სუსანოს უკბინა და მეტი არაფერი..
კაგეებმაც კი მეტი საფრთხე შეუქმნეს მადარას ვიდრე გაის ტექნიკამ, სუსანო რამდენჯერმე დაულეწეს, აქეთ იქით მოისროლეს, მაგრამ ლეგენდობა იმაში კიარ გამოიხატება, რომ თითი არავის დააკარებინოს, უბრალოდ მოშორებით იდგეს და ამაყ გამომეტყველებით ხოცავდეს, პირიქით ასეთი რთული მდგომარეობიდან ისევ რომ ადგება და ყველას გადაუვლის აი ეგაა კლასი და ლეგენდა..