Pathetikosზუსტი შეფასებაა, როგორც ყოველთვის

იგივეს ვიტყოდი.
უბრალოდ ჩვენ უკვე ისე მივეჩვიეთ ამ სერიალის სხვა მსახიობების მაღალი კლასის თამაშსს (გამონაკლისი ბოლომდე თინა დარჩა), რომ ზიზი ძალიან არაბუნებრივად თამაშობს და მეც სულ ვენესუელური სერიალების გმირი ქალები მახსენდება მის მიმიკებზე, მეტყველების მანერაზე და ზოგადად მანერებზე. ამოვარდნილია ქასტიდან. ეს რომ რეჟისორის ჩანაფიქრი იყოს, შანსი არაა. თვითონ როლი და მისი სიუჟეტური ხაზი ძალიან საინტერესოა. ერთადერთი მინუსი მისი ზედმეტად მონდომებული თამაშია, ოვერფლეინგი ვერასოდეს აჯერებს მაყურებელს.
დათო დარჩიას კიდე რაც შეეხება, მე არ ვიცი ამ კაცმა სხვა როლი როგორ უნდა ითამაშოს ამის მერე, იშვიათია ესეთი კინოგმირი და ესე შეისისხლხორცო კი არა, შენ თვითონვე გახდე ეს გმირი. ამის მერე დათო დარჩის ყველა როლი ტყუილი იქნება

))) დაიბადა ბარათეონობისთვის, ამისთვის დაამთავრა თეატრალური

თან მასაც ძალიან მოსწონს ეს გმირი და ყველა მისი საქციელი მისაღებია, ალბათ დიდი სიამოვნებით იქნებოდა ბარათეონი, იმიტომაც თამაშობს ესე გულიანად

))
This post has been edited by margusha on 23 Dec 2013, 04:22