ვის რაში ანაღვლებს ნეტა ჰოდორი :დ
ვესტეროსის უკიდურესი ჩრდილოეთის ყინულოვანი კედელი , ღამის გუშაგთა საძმოს ანუ იგივე "ყვავები"-ს "სამფლობელო", კედლის მშენებლობა დაიწყო ბრენდონ სტარკის იგივე ბრენდონ მშენებელის მიერ ვაით ვოლქერების ანუ თეთრი მოხეტიალეების პირველი შემოჭრის შემდეგ, რომელიც მთელი ერთი თაობა გაგრძელდა და გრძელი ღამის ეპოქის სახელითაა ცნობილი. კედლის სიგრძე 500 კილომეტრია სიმაღლე 210 მეტრი. აშენდა გიგანტებისა და ტყის შვილების დახმარებით რომლებიც წარმოადგენდნენ ვესტეროსის პირველ მკვიდრებს კონტინენტზე ადამიანთა გამოჩენამდე. კედელი აშენდა იმ მიზნით რომ ვესტეროსის სამეფოები დაცული ყოფილიყო თეთრი მოხეტიალეებისაგან, მოგვიანებით ძალაუფლების გადანაწილების შემდეგ ყველა ვინც შვიდი სამეფოს ძალაუფლებას არ აღიარებდა კედლის იქით იქნა განდევნილი.
კედლის დანგრევა შეუძლია მხოლოდ ზამთრის საყვირს, ეს არის მაგიური არტეფაქტი რომელიც ველურთა მეფის ჯორამუნის მიერ იქნა აღმოჩენილი , მაგრამ მისი სტარკებთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ
საყვირი კედლის ჩრდილოეთით დაიკარგა. კედელზე განლაგებულია 19 საგუშაგო კოშკი.

კედლის მშენებლობასთან ერთად დაარსდა გუიშაგთა საძმო . გუშაგები ატარებენ შავი ფერის ტანისამოსს და მკაცრად განსაზღვრულ განაწესს ემორჩილებიან. ნეიტრალურები არიან პოლიტიკური მოვლენების მიმართ და სასტიკად ეკრძალებათ ვესტეროსის შიდა ომებში ჩარევა და რომელიმელიმე მხარის დაცვა, მათ მხოლოდ ერთადერთი მტერი ჰყავთ და ის ჩრდილოეთიდან მოდის. ღამის გუშაგებს ეკრძალებათ ოჯახის ყოლა,ნებისმიერი სახით წესის დარღვევა სიკვდილით ისჯება.

იქედან გამომდინარე რომ გუშაგობა სიკვდილამდეა ანუ ფიცის მიღების შემდეგ სიკვდილამდე მოვალეობაზე უარის თქმის უფლება დაუშვებელია, გუშაგების უმეტესობას ბასტარდი სნოუები ანუ დიდგვაროვანთა არაკანონიერი შვილები (ყველა ბასტარდი ატარებდა მხოლოდ ერთადერთ გვარს სნოუს) ავაზაკები და დამნაშავეები შეადგენდნენ რომელთაც სიკვდილით დასჯის სანაცვლოდ კედელზე უშვებდნენ, თუმცა წარჩინებულსაც შეუძლია გახდეს გუშაგთა საძმოს წევრი მაგრამ ფიცის მიღების შემდეგ ის კარგავს ყველანაირ პრივილეგიას რაც მანამდე ჰქონდა.
ნებისმიერი სახით წესის დარღვევა, კერძოდ: შავი ტანისამოსის გახდა, მეთაური ლორდის ნებართვის გარეშე კედლის მიტოვება და ა.შ ისჯება სიკვდილით. და ნებისმიერი სამეფოს ლორდი რომელიც ესეთ ადამიანს თავის ტერიტორიაზე აღმოაჩენს ვალდებულია ის სიკვდილით დასაჯოს.
* * *
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს არის სამყაროს სახელი სადაც ფილმში აღწერილი მოვლენები ვითარდება. ვესტეროსი და აღმოსავლეთ ვესტეროსი ესოსი. აქ თავდაპირველად მხოლოდ გიგანტები და ტყის შვილები ცხოვრობდნენ. არ არსებობდნენ მეფეები და სახელმწიფოები. ტყის შვილები ზომით პატარები იყვნენ და ბავშვის სიმაღლეს არ აღემატებოდნენ, ცხოვრობდნენ ტყეში ხეებზე და გამოქვაბულებში, ჰყავდათ თავიანთი ღმერთები რომელთა სახეებიც გამოკვეთილი იყო მაგიურ ხეებზე, რომელთაც თოვლივით თეთრი მერქანი და სისხლივით წითელი ფოთლები ჰქონდათ, ესენი იყვნენ ღმერთები მიწის, წყლის ქარიდა და ქვის რომელთა სახელები საიდუმლოდ დარჩა, ასევე არავინ იცის რა პერიოდიდან ცხოვრობდნენ ისნი ვესტეროსზე და საიდან მოვიდნენ. ტყის შვილები ფლობდნენ განსაკუთრებულ მაგიას, იცოდნენ ბუნებისა და ცხოველთა ენა.

მოგვიანებით კონტინენტზე პირველი ადამიანებიც გამოჩდნენ რომლებიც არ ერიდებოდნენ მაგიური ხეების დაწვასაც კი რამაც მათი ტყის შვილებთან დაპირისპირება გამოიწვია. ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ მიაღწიეს ადამიანებთან შეთანხმებას. ტყის შვილებს ერგოთ ტყეები ხოლო დანარჩენი ვესტეროსი ადამიანებს. ამის შემდეგ ათასწლეულები ისინი მეგობრულად თანაარსებობდნენ , პირველმა ადამიანებმა თავიანთი ღმერთები უარყვეს და ტყის შვილთა ღმერთებს აღიარებდნენ
შემდეგ გამოჩდნენ თეთრი მოხეტიალეები და დაიწყო გრძელი ღამე და კედლის მშენებლობა რომელიც პირველმა ადამიანებმა ტყის შვოილებისა და გიგანტების მაგიის დახმარებით ააგეს. ჩაეყარა საფუზველი სტარკთა დინასტიას და ვინთერფელის მშენებლობას. სტარკები პირველი ადამიანების შთამომავლები არიან. ამ პერიოდისთვის ზღვის მხრიდან ანდალები გამოჩდნენდა და მთელ ვესტეროსს მოედნენ, ტყის შვილები და პირველი ადამიანები მხოლოდ ჩრდილოეთში შემორჩნენ და მოგვიანებით ტყის შვილები საბოლოოდ გაუჩინარდნენ .