» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აუ ესენი მევასებოდა რატომ აღარავინ წერს

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დრაკონები
გიგანტური ზომის უძველესი მაგიური არსებები. ეიგონ ტარგარიენმა სწორედ თავისი 3 დრაკონის დახმარებით მოახერხა ვესტეროსის დაპყრობა. პირველივე ბრძოლაში, ალისფერ ველზე, მისი 5 000-იანი არმია ვესტეროსის მეფეების 50 000-იან არმიას შეუშინდა და ბრძოლის ველიდან გაიქცა, მაგრამ დრაკონებზე ამხედრებულმა ეიგონმა და მისმა ორმა დამ ციდან შეუტიეს მტერს და 10 000-მდე მეომარი დრაკონების ერთი ცეცხლოვანი ამოსუნთქვით გადაბუგეს და ბრძოლა თავის სასარგებლოდ დაასრულეს. ამის შემდეგ, ვესტეროსში დრაკონები ძალაუფლების მაგიურ სიმბოლოებად იქცნენ. ვინც დრაკონებს ფლობდა, ის ვესტეროსს მართავდა.
საერთოდ, ფენტეზის კანონებით დრაკონები ოთხფეხა არსებებია, ორფეხას კი ვივერნებს უწოდებენ, მაგრამ მარტინის დრაკონები სქელი ქერცლით დაფარული ორფეხა არსებებია. გრძელი კუდით, ასევე გრძელი ფრთებითა და გრძელი კისერით, პატარა თავზე რქებითა და კუდიდან კისრამდე დაკბილული რქოვანი წამონაზარდებით. ქერცლი სხვადასხვა ფერისაა. მაგალითად, გადმოცემის მიხედვით, ეიგონ დამპყრობელის სამივე დრაკონი სხვადასხვა ფერის იყო - ბალერიონი(იგივე "შავი ძრწოლა") - შავი, ვჰაგარი - მწვანე და მერაკსესი - თეთრი.
დრაკონების ძვლები და ჩონჩხი შავი ფერისაა, რადგან ვალარიულ ლითონს ე.წ. "უმაღლეს რკინას" შეიცავენ. ამის გამო, მათი ძვლები დიდად ფასობდა ესოსსა და ვესტეროსში. დოთრაკიელები მათგან საუკეთესო ხარისხის მშვილდებს ამზადებდნენ, რომლებიც ბევრად ჯობნიდა ხისას.
დრაკონებს ხახიდან ცეცხლის გამოფრქვევის უნარი აქვთ. მათი ცეცხლი, ე.წ. "დრაქარის"(ვალარიულ ენაზე) იმდენად მწველია, რომ ქვას და ნებისმიერ ლითონსაც ადნობს. სწორედ დრაკონების ცეცხლით შეადუღაბა ეიგონ დამპყრობელმა რკინის ტახტისთვის მტრების მახვილები.
დრაკონები ვალარიაში მწყემსებმა აღმოაჩინეს 5000 წლით ადრე ეიგონის ვესტეროსში შემოჭრამდე. ადგილს, სადაც ეს აღმოჩენა გაკეთდა 14 ცეცხლი ეწოდება და ესოსის სამხრეთ-არმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის წამოადგენდა უზარმაზარ მთათა კომპლექსს 14 უზარმაზარი მოქმედი ვულკანით.
მაგიაში დახელოვნებულმა ვალარიელებმა ადვილად მოახერხეს დრაკონების მოთვინიერება. ლეგენდის მიხედვით, ის ვალარიული გვარები, რომელთაც დრაკონები ჩაუვარდათ ხელში, სხვა ვალარიულ გვარებსა და ოჯახებზე ამაღლდნენ და ჯერ მთელს ვალარიაში აიღეს ძალაუფლება, ხოლო მოგვიანებით მზეობლებთან მრავალრიცხოვან ომებში გამარჯვებით, ვალარიის იმპერიის დამფუძნებლები გახდნენ. ერთ-ერთი ასეთი გვარი იყვნენ ტარგარიენები.
ომებს ჰისის სამეფოსთან და სხვა მეზობლებთან დრაკონების პოპულაციისთვის დიდი ზიანი არ მიუყენებიათ. თუმცა ჰისელები ახერხებდნენ მათ მოკვლას. დრაკონების ამოწყვეტის მიზეზი ე.წ. "საბედისწერო დღე" გახდა, როდესაც 14-მა ვულკანმა ერთდროულად ამოხეთქა და მტელი ვალარია და იმპერიის დიდი ნაწილი მიწასთან გაასწორა. იმ დღეს არა მარტო დრაკონები, არამედ ვალარიის თითქმის მთელი მოსახლეობა გაწყდა წარჩინებული გვარების ჩათვლით 1-2 გამონაკლისის გარდა.
ამ გამონაკლისში შედიოდნენ ტარგარიენებიც, რომლებმაც რამდენიმე ათეული წლით ადრე დატოვეს ვალარია და ვესტეროსის სიახლოვეს, მოგვიანებით დრაკონის ქვად წოდებულ კუნძულებზე დაბინავდნენ. მათ მხოლო 3 დრაკონი შემორჩათ, რომელთა მეშვეობითაც დაიპყრეს კიდეც ვესტეროსი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კატასტროფას მხოლოდ 3 დრაკონი გადაურჩა, რადგან დეინერისმა საქორწილო საჩუქრად დრაკონის 3 კვერცხი მიიღო.
ვესტეროსში ტარგარიენების უკანასკნელი დრაკონი მეფე ეიგონ III(131-157წ.წ.) მოკვდა. დრაკონების სიცოცხლის ხანგრძლივობა არსად არაა ზუსტად ნახსენები, მაგრამ რამდენიმე მინიშნების მიხედვით გამოდის, რომ ასეულ და ათასეულ წლებს ცოცხლობდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ ეიგონის ყველაზე ხნიერი დრაკონი - ბალერიონი 3000 წელზე მეტის იყო და ერთ ჭამაზე მთელი ზუბრის ან მამონტის გადაყლაპვა შეეძლო. მისი თავის ქალა სამეფო სასახლის კატაკომბებში იყო შენახული და მის ხახაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხენებზე ამხედრებული და სრულიად აღჭურვილი რამდენიმე რაინდი დაეტეოდა.
უკანასკნელი დრაკონის სიკვდილის შემდეგ, ტარგარიენი მეფეები მაგიისა და სხვადასხვა სშუალებების გამოყენებით მუდმივად ცდილობდნენ შემორჩენილი კვერცხებიდან ახალი დრაკონების გამოჩეკას, მაგრამ მათი ყველა ეს ცდა წარუმატებლად მთავრდებოდა.
და ბოლოს, დრაკონებთან მისტიურად იყო დაკავშირებული ვესტეროსის და ესოსის მთელი მაგია. როგორც კი უკანასკნელი დრაკონი მოკვდა, ორივე კონტინეტზე მაგია გაქრა. მეისტერებმა, არქიმეისტერებმა, უბრალო მოხეტიალე მაგებმა - ყველამ დაკარგა მაგიური უნარები.
ლეგენდის მიხედვით, თუ დრაკონები დაბრუნდებიან, მაგიაც დაბრუნდება.
და კიდე
Jorah Mormont ვინ მონები გაყიდა ასეთი რომ სტარკმა სიკვდილი მიუსაჯა?
არადა ეგ და ნედი ერთად კაი სასტავი ქინებოდა
This post has been edited by misha20123 on 5 Feb 2014, 15:08