E madamedemna_კორეის კორიფეებო

მოკლედ დავხატავ სიტუაციას

სერიალები არ არის ჩემი ძლიერი მხარე - ვერ დავჯდები და 389 სერია ვერ დაველოდები იმას,
როცა პირველი სერიის შემდეგ ფინალი უკვე ნათელია.
არ მიყვარს 5 წუთი ერთი კადრი რომ არის - მეათეხარისხოვანი მსახიობის სახეზე და ვერ მიხვდები
რა უნდა, და ასე რომ ცდილობენ დროის გაწელვას.
((მონიკა და ხუანი ნანახი მაქვს))
ლოსტი შოკი და განცვიფრება იყო ამდენი სამხრეთ ამერიკული ნოველების შემდეგ.
აგრეთვე მომწონდა ,,24 საათი" - გამოძიება გამოძიებად და თან დროს იდენტური იყო,
რა დროც შენთან გადიოდა ის დრო გადიოდა იქაც - ერთი საათი სერია ფილმშიც ერთი საათი გადის.
საინტერესო მიგნება იყო.
კარგი იყო სოპრანოს კლანი და კლონი ((მაროკო ჩემი საოცნებო ქვეყანაა და რამე)).
აქ მთავრდება ჩემი სერიალ-განვითარება.
უი არა, ,,მონა იზაურაც" ნანახი მაქვს
ახლა კიდევ ყრია სერილები - სამეფო კარის თამაშებიო, მოსიარულე მკვდრებიო, ვამპირის დღიურებიო
და ბლაბლაბლა. მეხის გავარდნასავით იყო თურქული სერიალები, სავაში და მსგავსი ხალხი.
ამასწინათ საერთოდ ინდური სერიალი დააანონსა რომელიღაც არხმა.
მოკლედ რაა

რამე კორეულ სერიალს ვნახავდი
სასურველი სერიის ხანგრძლიობა იყოს 30-40 წუთიანი, ცოტა დიალოგები, დასაშოკი, აზრიანი კორეული ფილმებივით,
ლამაზი კადრები, ლამაზი გოგოები, არაგაწელილი, სერიების რაოდენობაც ცოტა იყოს, არ იყოს ისე რომ 2 სეზონი იყოს გადაღებული
და მესამე ჯერ არა, ანუ უკვე ყველა გადაღებული, ენა რუსული და ქართული საიტებიდან იწერებოდეს, ონლაინ არ წავა

თუ რამე გეგულებათ ეგეთი მითხარით, თუ არადა არაფერი.