კეთილო ხალხო, ძალიან გთხოვთ რამე საინტერესო სერიალი(ნებისმიერი ტიპის - ლათინური, ამერიკული, ევროპული, აზიური) მირჩიოთ.

აუცილებელი მოთხოვნები:
1) ჰეფი ენდი. თუ ესე არ იქნება, "ნეიტრალური" მაინც იყოს. ანუ "გაქცევა"-ს მაგალითად არ ჰქონია ჰეფი ენდი, მაგრამ არც ბოროტს არ გაუმარჯვია.
2) რომანტიკა იყოს შიგნით.
3) ნაკლები კრეტინიზმით, ანუ გმირები ადეკვატურად და ჭკვიანურად რომ იქცევიან.
4) თუ მთავარი აქცენტი რომანტიკაზე იქნება, მექალთანე კაცზე არ მინდა იყოს.
არააუცილებელი, მაგრამ სასურველი:
1) თავგადასავალი.
2) კავშირი ისტორიასთან.
3) ცოტა გამოძიების ელემენტებით, ექიმი ჰაუსის მაგვარი, ანუ აუცილებელი არაა კრიმინალისტიკა.
4) დროში მოგზაურობაზე ვგიჟდები, მაგრამ ზოგი რაც კარგია ნანახი მაქვს და არამგონია რაიმე ისეთი მირჩიოთ.
5) კულტურათა თანხვედრა კარგი იქნება, ევროპულის და აზიურის მაგალითად.
This post has been edited by Virtuslb on 8 Jan 2015, 13:53
History and everything else...