ააუ მოვრჩი ჩემი უცხოპლანეტელი.
იმ იშვიათ დრამებში შედის რომელიც ძალიან მომენატრება.
გარემო ერთ ერთი უმაგრესი იყო... როგორ მინდა მასეთი სახლი... რა ხედი იყო... მთელი ქალაქი ხელის გულზე...
ჩვენი ყურცქვიტა უსიმპატიურესი და უსაყვარლესი...
ისე ამ კორეელებში ძალიან მიკვირს ერთი რამე, მთელი ღამეები ჩახუტებულებს სძინავთ საწოლში ერთად და კოცნის გარდა არაფერი არ ხდება.
ეს მარტო დრამალენდშია ალბათ შესაძლებელი...

მთლიანობაში ერთ ერთი საუკეთესო სერიალია.
რაც მთავარია ორიგინალური შინაარსი აქვს, არც ერთ სხვა დრამას არ გავს,
პერსონაჟები თითქმის ყველა ძალიან საყვარელია, არც ერთი არ მიშლიდა ნერვებს, თვითონ ბოროტების განსახიერებაც კი.
იუმორიც ძაან ზომიერად და გემოვნებით ქონდა, ძაან ბევრი სასაცილო, საყვარელი და სასიამოვნო მომენტი იყო.
მოკლედ 9 ვუწერ 10 დან.
10 მხოლოდ 3 კორეულ დრამას დავუწერე რაც კი მინახავს იქიდან.
ძაან რთულად ვწერ უმაღლეს შეფასებას ჩერტკოევზე უარესი ვარ.
რაც მთვარია ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი დრამაა. მაღალ დონეზეა გადაღებულია და უცხოპლანეტელზეა. ეს უკვე დიდი უპირატესობაა.

ვისაც არ გინახავთ ან ახლა უყურებთ არ წაიკითხოთ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სევდიანი დასასრული ქონდა მაინც. კი დაბრუნდა მაგრამ კაცმა არ იცის რამდენი ხნით და როდის გაქრება, და იქნებ არც დაბრუნდეს.. ხომალდმა რომ მოაკითხა არ შეეძლო წაეყვანა ეს გოგოც და ეცხოვრათ სხვა პლანეტაზე? {/spoiler]
--------------------
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...