ყველაფერში როგორ ჩააჯვა ამ კორონამ მესამედ ვუყურე წინა სეზონებს, ისევ ისე გაასწორა როგორც პირველი ნახვისას. პერსონაჟები მახსოვდა, სიუჟეტი ნაწილობრივ დავიწყებული მქონდა
ისე ფარგოზე მეტი დეტალები ნო ქანტრი ფორ ოლდ მენიდანაა აღებული მგონი, ნუ ფარგო გასაგებია გარემო, მინესოტა, ლესტერის პერსონაჟის საწყისები აი დანარჩენი დაწყებული მალვოდან (ნუ ჩიგური არ არი მაგრამ ინსპირაცია წესით ჩიგურია სხვების ერთმანეთზე გადაკიდებითაც რო მაგრად კაიფობს) კიდე 1 სეზონის ბოლოს დროებითი უფროსი როა ბილი, ტომილი ჯონსის შერიფივით რო აწუწუნდება, ადრე ხალხი ერთმანეთს მშვიდობიან დილას უსურვებდა, თოვლს უხვეტავდნენ ერთმანეთს ეხმარებოდნენო, და კაიფი ისაა მეორე სეზონში რო აჩვენებენ რა ხდებოდა 70 იან წლებში

ხო კიდე მეორე სეზონში რო ინდიელი ჩააკითხავს ტბაზე ცოლქმარს, მაღაზიის გამყიდველთან რო ბაზრობს ჩიგურის სცენას გავს ძალიან დაჟე ზმანიც კი თითქმის იგივე აქვთ გამყიდველებს

მესამე სეზონის დასასრულიც რაღაც ძაან გავს ბოროტება ვერ დამარცხდა და სამართლიანობამ ვერ იზეიმა. მესამე სეზონში ცოტა ლებოვსკისაც რო შეეხნენ გაასწორა

ისე მთელი მესამე სეზონი მილიგანის და უფროსის დიალოგის გაგრძელებაა ალბათ, ბუღალტერია როა მომავალი

ნუ ძაან ღადაობაა სცენაა მაგრამ აზრი ეგ იყო ალბათ, რაც მესამე სეზონში ვნახეთ, მე ასე ვფიქრობ
მოკლედ მაგარი მიგნებაა რა კოენების მთლიან შემოქმედებას რო მცირე დოზებით ეხებიან და თან სეზონიდან სეზონზე ესე გადადიან, ჯერჯერობით იდეალურად აწყობილი 3 სეზონი, განა ის რო 5 სეზონიან სერიალებს მე -6 ს ძალით მიაწებებენ აღარ იციან როგორ გაწელონ ხოლმე

ან კიდე ის, 87 სერიის მერე რო ცალკე ფილმს იღებენ ანდაც პირიქით
მეოთხე სეზონიც რაღაც კარგი ჩანს 50 იანების კანზას სიტი ზანგების მაფია ვს ადგილობრივი მაფია, კრის როკი საიდან გააძრეს საინტერესოა აქვს რამე სერიოზული როლი დადებული თუ ექსპერიმენტს ატარებენ

რადგან კანზასია 50 იანი წლები და ზანგები, მილიგანის ბავშვობის 1 სცენას მაინც გვაჩვენებენ ალბათ სადმე მე-9 მე-10 სერიაში