მაგრად მიჭირს ყურება
იქ ისა აქ ესა
900 ამბავი 700 პერსონაჟი
პასტა და ფურცლით უნდა უყურო და კონსპექტები აკეთო, რომ დაიმახსოვრო რაღაც სისულელები და მეცხრე სერიაში გაგეცინოს
ან ნორა რა შუაშია
პირველად ვნახე ეგეთი რაღაც, რომ ორ რეიტინგულ სერიალში, რომელიც ერთად დაიწყო, ერთი ქალი ასრულებს მთავარ როლს
ორ ძმაზე ხო დავწერე უკვე და მგონი როლების ბითუმად დარიგება დაიწყეს
პირველი სეზონი სულ სხვა რამე იყო
ცხადად ვხედავ როგორ გულსაკლავად ქვითინებს პირველი სეზონი ბალიშში თავჩარგული და მე არ შემიძლია გავაკეთო რამე ამის საწინააღმდეგოდ