სანამ ახალი სერია მოვიდოდეს..... ცოტა ნაკლები fanwank-ი და ცოტა მეტი დისკუსია

მარტინს ხშირად აქებენ "ძლიერ, დამოუკიდებელ ქალ" პერსონაჟებს კარგად სწერავსო(pun intended). მოდით ერთად გადავხედოთ მარტინის ძლიერ ქალებს:
ბოლომდე ვისაც არ გაქვთ ნანახი სერიალი(ან წიგნების კითხვის პროცესში ხართ) მაინცდამაინც თავს ნუ მოიკლავთ ამის კითხვით სპოილერებითაა გაძეძგილი
1) კატლინ ტული სტარკისა. რაში გამოიხატება ამის სიძლიერე და დამოუკიდებლობა? შეუპოვარი ხასიათი, თავდადებული დედა, ოჯახის ღირსების დამცველი.
ეხლა რეალურად რა შედეგი გამოიღო ამისმა ხოროშიანმა საქციელებმა: ა)სრულიად უაზრო და დაუსაბუთებელი დასკვნების და არასანდო წყაროზე დაფუძნებით თავში ჩაიჩეჩქვა რომ ტირიონ ლანისტერი დგას ბრანის კოშკიდან გადმოგდების და მისი მკვლელობის მცდელობის უკან, მოიტაცა დედოფლის ძმა და შექმნა სამოქალაქო ომის სერიოზული საფრთხე; ბ) იძულებით დაადებინა შვილს პირობა რომელსაც ახალგაზრდა იმპულსური პიროვნება აშკარად ვერ შეასრულებდა(თავისი შვილის ხასიათი თუ არ იცოდა მაგის დედობის ამბავიც ვერ არის კარგად) რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა Red wedding-თან; გ) გაათავისუფლა ჯეიმე და მისი ვაჟის ღირსება დააყენა რისკის წინაშე ჰაერზე დაფუძნებული დაპირებების ხათრით; დ) ახლა დადის და მართლმსაჯულების სახელით ვინც თვალში არ მოუვა ყველას ბრიდავს. დასკვნა ტიპიური ქალი მძღოლივით აზროვნებს მოძრაობის წესებს და უსაფრთხოების ნორმებს იცავს მანამ სანამ თვითონ რაიმე დისკომფორტი არ შეექმნება.
2) სერსეი ლანისტერ-ბარათეონ-ლანისტერისა. "ძლიერი" მხარეები: მანიპულატორი, დაუნდობელი მოთამაშე, ცივი გათვლები. სინამდვილეში: დაუნდობელი კიბატონო. გათვლები მმმმ... არა! რომელ გათვლაზეა საუბარი საკუთარი ნაბიჭვარი რას იზამს უახლოეს 5 წუთში იმასაც ვერ ხვდება გაკონტროლებაზე საერთოდ საუბარიც ზედმეტია. მანიპულაციას რაც შეეხება 1-2 გან გამოსდის რაღაც მაგრამ მაგისი მთავარი მანიპულატორი ფეხებს შორის არის დისლოცირებული რაც მის ძლიერი დამოუკიდებელი ქალის რეპუტაციას ეჭვქვეშ აყენებს აშკარად. საბოლოო ჯამში
Smug Snake-ის კატეგორიაში ზუსტად ჯდება.
3) დანერის ტარგარიან ხზ ვისი. იდეაში ძლიერი პოლიტიკოსი თავისუფლებისთვის მებრძოლი დრაკონების დედა და ა.შ. ფაქტი კარგად დაიწყო და ცოტა ხანს მომენტუმით და დრაკონებით ქაჩავს მცირე მასშტაბზე აშკარად წარმატებულია მაგრამ წარმოუდგენლად დიდი ამბიციები გააჩნია და კვალიფიკაცია არ ყოფნის იმდენზე რომ ეს ამბიციები განახორციელოს. იმასაც ვერ ხვდება რომ სხვისი რჩევები შეისმინოს და ყველანაირ კრიტიკას "მე დრაკონების დედა ვარ!"-ს კივილით პასუხობს. რასაც შედეგად მოყვება დესტაბილიზაცია, შიდა სისხლისღვრა და სრული ქაოსი მის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე. შედეგად იძულებულია მიცემ მოცემით გამოასწოროს ყველაფერი. აშკარად ვერ აკონტროლებს თავის ძვირფას დრაკონებს რაც 1700 უბედურებას იწვევს (კვენტინა როგორ მოკლეს მაგათ ქერცლიან დედას დაეცა კედელი). დასკვნა თავში ავარდნილი თინეიჯერი უზარმაზარი ეგოთი.
კიდე ბლომად არიან... არიანამ რეები აკეთა საერთოდ ლაპარაკიც არ მინდა სუფთა ტუპიცა

კინაღამ წყალში ჩაყარა ამდენი ხნის ნაჩალიჩარი...
არიამ საერთოდ გარეკა წავიდა და ninja-assassin საზოგადოებაში გაწევრიანდა და წაღმა უკუღმა ხოცავს ხალხს.

იტოგში.... მიმიხვდით ალბათ რასაც ვგულისხმობ.
One dagger is more powerful than thousands of swords if you stick it into the right heart.
The Net is dark and full of spoilers.
Kick her in the balls!