წარმოუდგენელია. საოცრებაა, ძალიან მიყვარს ეს სერიალი
სამი სეზონის განმავლობაში, სამი სეზონია ეკრანიდან იმხელა ადამიანური ემოციების გამოვლინება ხდება, რომ ხანდახან მგონია ჩემს წინ მიმდინარეობს მოვლენები და ამას ეკრანიდან არ ვუყურებ, სხვანაირად ვერც უნდა ვიფიქრო რადგან იმდენად მოდის ემოცია, იმდენად ითრგუნები, იმდენად გრძნობ, იმდენად განიცდი, იმდენად იქ ხარ სადაც ისინი ან ისინი არიან შენთან რომ სხვაგვარად ვერც იფიქრებ.
ემოციების გადმოტანის ასპექტში საუკეთესო სერიალია.
ახლა თვითონ ხაზს, სიუჟეტს და საფინალო სეზონ/სერიაზე რომ ვისაუბრო.
ზუსტად ვიცოდი რომ ბევრი რამე არ აიხსნებოდა, ზუსტად ვიცოდი რომ არც იყო საჭირო რატომ გაქრნენ და ა.შ
თეორიები რაც ძალიან ბევრია და ბევრიც მიტრიალებს თავში.
სერიალი იდეაში ყველასთვისაა, ყველა კატეგორიისთვის, ყველა კატეგორიის ადამიანს უტოვებს იმის არჩევის საშუალებას თუ რა ხდებოდა, უფრო სწორად შენ რა გინდა რომ მომხდარიყო, რა სიამოვნებს შენს გულს და ა.შ
საფინალო სერია შეიძლება ბევრნაირად დაალაგო, ისე როგორც შენ გინდა
დაალაგო ისე რომ ორი სამყაროა, ორი როგორც ბიბლიურად, იქით და აქით, იქით სადაც როგორც გადმოცემულია არაფერი არ იკარგება, არსად არ ქრები და სამუდამოდ ცხოვრობ, ოღონდ იქ და არა აქ. ალბათ ყველას ქონია კითხვა, იქ რა ხდება ? იქ რა მოხდება რომ წავალ ? ჩემიანები ისევ იქ იქნებიან ? ჰაერში ვივლი ? ვინც მიყვარდა ვნახავ ? საჭმელი დამჭირდება ? თუ უბრალოდ გავქრები და ვერასდროს ვერასდროს ვეღარაფერს გავიგებ და შევიგრძნობ
ასეთი ბიბლიური"" ხალხისთვის საფინალო სერია IMHO ამბობდა რომ ორი სამყაროა, იქ სადაც დანარჩენები წავიდნენ, სადაც ერთად არიან ოჯახის წევრები, ისინი ვინც წავიდა, სადაც ბედნიერად არიან.
მეორე კი ნამდვილად საწინააღმდეგოა, არანაირი ორი სამყარო არ არსებობს, აუხსნელად გაქრნენ, ვერასდროს ვერ გაიგებ რა ხდება იქ, ან საერთოდ არსებობს ეგ იქ ? რათქმაუნდა დაიჭერდით ამ სერიიდან რომ არაბიბლიური"" ხალხი ზუსტად დაიჭერდა რომ ნორა ცრუობს. ნორა არ გამქრალა. ნორამ პროცესი შეაჩერა, არანაირი იქ არ არის, არანაირი მისი შვილები და ქმარი სხვაგან არ არის, ისინი უბრალოდ გაქრნენ, ცხოვრობდნენ როგორც ჩვენ, გაქრნენ როგორც ჩვენ გარდავიცვლებით და გავქრებით, ვერასდროს გვნახავენ (ნორას წვალებები რომ იქით მოხვდეს) ვერასდროს ვნახავთ, იქით არაფერი არ არის, ერთი მარტივი უბრალოდ გაქრნენ ფრაზის გარდა.
იყვნენ და აღარ არსებობენ.
მესამე მხრივ ნორას და ზოგადად გაქრობის ფაქტები შეიძლება აღიქვა ზედმეტი დაძაბვის და ჩაღრმავების გარეშე
ჩვეულებრივი ოჯახური სიტუაცია, როცა აწყენინებ დედას/მამას/ბებოს/ძმას/ბაბუს/დას და ა.შ და ისინი უბრალად მოკვდებიან, გაქრებიან ისე რომ შენ ვერც ასწრებ იმის თქმას რომ ძალიან გიყვარს, ვერ ასწრებ პატიების მიღებას, მთელი ცხოვრება შენს თავს ადანაშაულებ.
გეცოდინებათ და გაგონილი გექნებათ რომვიღაცა რომ გარდაცვლილა მეორე ვიღაცას სულ გულში ხინჯად ქონია რომ აწყენინა და ცხოვრებაში ეს ვერ იპატია, ამიტომ არის რომ ხშირად ამბობენ ნეტა მომესწრო პატიების თხოვნა, ნეტავ არ მეწყენინებინა, ნეტა ახლა აქ დასვა და ჩამახუტა, ზუსტად ასეც შეიძლება დაინახო ეს სერიალი
როგორც ადამიანური ფაქტორი, როგორც ყოველდღიური ჩვენი ქცევები და ჩვენი დაუფიქრებლობა იმაზე რომ როცა საყვარელ ადამიანს ვაწყენინებთ უნდა გვახსოვდეს რომ შეიძლება ეგ წყენინება ბოლო რამე იყოს რაც მისთვის გავაკეთეთ და მერე ეს მთელი ცხოვრება ნორასავით ტვირთად დაგვაწვება და ფიქრს და გზების ძებნას დაიწყებ იმაზე რომ როგორმე გამოისყიდო შენი დანაშაული.
ეს IMHO რათქმაუნდა მესამე რისი დანახვაც შეიძლებოდა,
მეოთხე რაც დავინახე ეს იყო უბრალოდ ადამიანური ურთიერთობა. კევინის და ნორას
არანაირი გაქრობას აზრი არ ქონია, არანაირ კევინის გადასვლა გადმოსვლებს, არანაირ წყალდიდობას, არანაირ პეტის და არაფერს
ეს იყო ორი ადამიანის ძალიან რთული, სპეციფიკური, ემოციებით თან ხშირად კიარა 99% უარყოფითი ემოციებით, ტანჯვით, ბრძოლით, ჩხუბით და ა.შ სავსე ისტორია.
ისტორია ორ უბედურ ადამიანზე, რომლებმაც ერთმანეთი იპოვნეს, ერთმანეთი დაკარგეს და ბოლოს ისევ ერთმანეთი იპოვნეს.
ისტორია სიყვარულზე, გრძნობაზე, ისტორია ადამიანობაზე, ცხოვრებაზე, სირთულეებზე, მზრუნველობაზე, იმის დაფასებაზე რაც გაქვს, იმის დაფასებაზე ვინც გყავს და ა.შ
ჩემთვის პირადად უკვე ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი გახდა

ემოციებში კიდევ N1 სერიალია

ძალიან ძალიან ძალიან გული დამწყდა რომ დამთავრდა
და კიდევ ერთი ძალიან ბევრი შემიძლია კევინის სოლო სერიაზე საუბარი, მეორედ სანახავია უბრალოდ იმდენად ძლიერი და დატვირთული სერია იყო.
ჩემი ჩამოწერილი ვარიანტებიდან რომელი მომწონს და მინდა ეგრე იყოს ნამდვილად დაგიმალავთ

რადგან მხოლოდ ჩემია ეგ ფიქრი
იმიტომაა გენიალური სერიალი რომ მხოლოდ ჩვენ, თითოეული ჩვენგანის ფიქრს და სურვილს ეკუთვნის და არა საზოგადოდ ყველას ერთ ვიღაცისგან შემოგდებულ და ვითომ დეკლარილებულ აზრს.
ისე შეიძლება მე ყველა ხაზი სულ სხვანაირად გავიგე და დანარჩენებმა ყველამ სხვანაირად, მაგრამ ზუსტად ესაა გენიალური რომ როგორც არ უნდა გაიგო წყობას ვერ დაარღვევ.
პროსტა მეტის და ნორას ბოლო დიალოგი

აი ზეობა იყო, რა გრუზი, აი რამხელა ემოცია მოდიოდა და მეტი რას ამბობს, აი მეტი რა ცხოვრებისეულ აზრს ამბობს

აუ ძალიან მევასებიან.
გული ჩამწყდა მეტის სიკვდილის ამბავზე.
“Why wouldn’t I believe you? You’re here.”
“I’m here.”

ენით ვერ აგიღწერთ და თითებით ვერ გადმოგცემთ ამ საუნდს რა ემოციები მოქონდა
This post has been edited by Grandmama on 9 Jun 2017, 22:44
Where Something Good Is Always Cooking.