ლოსთის და ლეფთოვერსის დეტალებში ახსნა რომ უნდათ, რა საყვარლობაა ხოლმე
ადამიანი საიდან მოდის და სად გარდაიცვლება,
სამყარო როგორ მუშაობს,
რატომ ემართებათ ცუდი რამეები კარგებს,
ცუდი და კარგი რა არის საერთოდ
ეს საკითხები ხომ ამოხსნილი გვაქვს ფორმულებით და გამოთვლებით უკვე?! ^^
ლინდელოფი მუშაობს ასეთ გლობალურ თემებზე, რაც სამყაროში ხდება
და რისი ახსნაც კაცობრიობას ჯერ-ჯერობით არ ძალუძს _ მხოლოდ აღქმა, შეგრძნება და განცდა.
თვითონ ამბობს ასე
The Leftovers / ნარჩენები (post #46418272)"ჩვენ ვირჩევთ რელიგიას (ფილოსოფიას, რწმენას) და მხოლოდ 98 % ით შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ,
რომ ჩვენი არჩეული გზა სწორია"
ყველა რწმენა ბრმაა და ტექნიკურად აუხსნელი, ათეიზმიც მათ შორის.
რა შეიძლებოდა გადაეღო ლინდელოფს დაკარგულების/წასულების შემდეგ? დარჩენილი ნარჩენები.
ჩემთვის ნარჩენები ლოსთის სიქველია.
ცხოვრების განმავლობაში ყველა ვკარგავთ ახლობლებს, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.
ყველა ვგძნობთ რომ "თავს ზემოთ ძალაა", ვისთვის ღმერთი, ვისთვის მატრიცული მეგაინტელექტი, ვისთვის "ბუნება" სამყაროს მასტაბში,
რაღაც ჩვენზე დიდი და ძლევამოსილი, რასთანაც უმწეო ხარ, რაც გაფრთხობს და გიზიდავს და რასაც ვერ (ან სუბიექტურად) ხსნი.
და ასეთი მასშტაბის ამბებში "ერთი ყველასთვის გასაგებად ახსენი, დსმა!" ცოტა სასაცილო მოთხოვნაა
რწმენა მაინცდამაინც რელიგიური ხასიათის არ არის. ურწმუნო ადამიანი ბუნებაში არ არსებობს.
ქმნილება ყოველთვის ილტვის შემქნელისკენ და უკლებლივ ყველა გავდივართ რწმენის ძიების გზას.
ყველა ჩვენგანი დაკარგულია და ყველა ჩვენგანი ნარჩენია ამის გარეშე.
და ორივე სერიალი ამაზეა.
რატომ მირჩევნია ლოსთი? იმიტომ მასშტაბში აღემატება ასჯერ და ათასჯერ. ის ძალიან ღვთაებრივია, ეს ძალიან ადამიანური.
ლოსთის თემაში ერთხელ ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა კითხვა ვისზეა სერიალი? ჯეკზეა, ლოკზეა
ერთ-ერთი უმაგრესი და საკვანძო დიალოგი ლეფთოვერსის მშობლისგან
_მოციქული თომა... როდესაც იესომ იუდეაში დაბრუნება განიზრახა, თუმცა იცოდა, რომ იქ მოკლავდნენ,
თომამ თქვა: ყველა წავიდეთ, რომ მასთან ერთად მოვკვდეთ. მაგრამ თომა მისი სიმამაცის გამო არ ახსოვთ.
სახელგანთქმული ის მოგვიანებით გახდა, როდესაც იესოს მკვდრეთით აღდგომა უარყო.
როგორც ისტორია გვიამბობს, მას სურდა იესოს ჭრილობებს შეხებოდა, რომ დარწმუნებულიყო.
_მერე დარწმუნდა?
_რა თქმა უნდა. ადრე თუ გვიან, ჩვენ ყველა დავრწმუნდებით, ჯეკ.