ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
წიგნი გაიყიდება შემოდგომაზე
რა მოხდება მაშინ, თუ შემოდგომის ერთ ჩვეულებრივ საღამოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები მოულოდნელად გაქრებიან?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა ტელეარხ HBO-ს გამორჩეულმა სერიალმა „The Leftovers“.
სერიალი ტომ პეროტას ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა და მოგვითხრობს 14 ოქტომბრის ტრაგედიაზე, როდესაც მოსახლეობის 2% დედამიწიდან გაქრა, და მათზე, ვინც აქ დარჩა.
წიგნის სათაურის ქართული თარგმანია - „ნარჩენები“, ხოლო მისი ყდა ასე გამოიყურება.
მთარგმნელი: თამარ სუბელიანი.
ყდის დიზაინერი: გიორგი მაღრაძე.